თამთა ჩაჩანიძე
22.04.2022

შეიარაღება, რასაც უკრაინას ამერიკა და დასავლეთის ქვეყნები აწვდიან, საკმაოდ სერიოზულია, საოკუპაციო ჯარებს სერიოულ პრობლემებს შეუქმნის. რუსები ამაზე უკვე ნერვიულობენ, ნადირობენ და განცხადებებს აკეთებენ - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. ამბობს, რომ ამ ტიპის იარაღით კი უკრაინის არმია ბროძოლას უკრაინის სასარგებლოდ შეატრიალებს.

„ნორვეგიელები აპირებენ, რომ უკრაინელებს „მისტრალი" გადასცენ, ეს კომპლექსი ჩვენც გვაქვს. ეს ოპერატიული ტაქტიკური იარაღია და გაცილებით სერიოზული შიარაღებაა, ვიდრე „ჯაველინები" და „სტინგერები". გაცილებით უფრო მაღალი დონეა, ვიდრე აქამდე იყო. ასევე ამერიკელები აპირებენ, რომ სტრატეგიული დანიშნულების დრონი „რიპერი" გადასცენ, რომელიც საკმაოდ სეროზული სტრატეგიული დანიშნულებისაა. მისი ჭერი საკმაოდ მაღალია და რუსეთს სერიოულ პრობლემებს შეუქმნის. მოუწევთ, რომ სპეციალური სისტემები გადმოიტანონ, ამით კი დამატებითი ხარჯი და პრობლემები შეექმნებათ.

„ამერიკელები და ბრიტანელები ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემენ. ასევე მათ საავიაციო ნაწილები მისცეს, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებმა 20 საბრძოლო თვითმფრინავის მწყობრში მოყვანა შეძლეს. ეს ორი ფრთა გამოდის, უკვე სერიოზულია და მათი გამოყენება სტრატეგიულად ყველაზე საშიშ მიმართულებებით შეიძლება. შესაძლოა რამდენიმე თვითმფრინავიც მწყობრშია და უკვე საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული.ახლა მთავარია სლავიანსკი, კრემატორსკი და სევეროდონეცკი დაიცვან.

„შეიარაღება, რასაც უკრაინას ამერიკა და დასავლეთის ქვეყნები აწვიან, საკმაოდ სერიოზულია, რუსები უკვე ამაზე ნერვიულებენ, ნადირობენ და განცხადებებს აკეთებენ.

„პუტინმა რაკეტა „სარმატი" გამოსცადა, ეს თანამედროვე ბალისტიკურ-სტრატეგიული კონტინეტშორისი რაკეტაა, რომელიც ერთგვარი მუქარა იყო. მისი რადიუსი 14 ათას კილომენტრამდეა გაზრდილი. მას შეუძლია ერთდროულად 10-12 ბირთული ქობინი ატაროს. საერთო სიმძლავრე 200-300 კილოტონაა. „სარმატს" ზებგერითი ელემენტები აქვს, მისი გადაჭერა როგორც თავად რუსები ამბობენ საკმაოდ რთულია. არა მგონია, რომ ამერიკელებმა დაუშვან, რომ რუსებმა ეს იარაღი გამოიყენონ.

„რუსებმა მაქსიმუმ შეიძლება ტაქტიკური, ან სუბტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენონ, სავარაუდოდ 5 -15 კილოტონის სიმძლავრის. ესაა „ტულპანი", „მალკა", რომოლებიც უკვე შეტანილი აქვს. ასევე ამოქმედებულია სტრატეგიული დანიშნულების ავიაცია „ტუ 22 ეს-3" და „სუ-34-ები",ისინი ძალის დემონსტრირებას ახდენენ და თუ დაინახეს, რომ უკრაინელების მანერგეიმის ხაზი ვერ გადალახეს და უჭირთ, მერე რას იზამენ ამის პროგნოზირება რთულია,"- განაცხადა მაისაიამ.

მაისაია აცხადებს, რომ პუტინმა მარიუპოლის სიტუაცია დროებით იმიტომ გააჩერა, რომ 9 მაისისთვის სურს დონბასი მთლიანად დაიკავოს ძალები კი ამ მიმართულებებით გადაისროლა.

„როგორც რუსები ამბობენ, „აზოვსტალში" წყლის პრობლემა აქვთო და შესაძლოა მათ ეს პრობლემა სათავისოდ გამოიყენონ, თუმცა იქ გამაგრებულ მებრძოლებს საკმაო იარაღი და საკვები აქვთ.

„რუსებისთვის ახლა მთავარია, რომ მთავარი ნაწილები დონბასის მიმართულებით გადაისროლონ. სერიოზული ბრძოლებია დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულბით, ეს ძირითადად სევეროდონეცკი, კრამატორსკი და სლავიანსის სამკუთხედია. კრამატორსკში 90 ათასიანი სარდლობა „თავისუფლების" შტაბბინაა. თუ რუსებმა ეს სამი საკვანძო ცენტრის აღება შეძლეს, მაშინ საკმაოდ მძიმე ოპერატიულ სიტუაციას შექმნის.

„ამ სამი საკვანძო წერტილის აღებით, შესაძლოა პუტინმა თქვას, რომ მეორე ფაზის მისია შევასრულეო და შეიძლება 9 მაისს ამით „იზეიმოს". პუტინს ახლა ეს მიმართულება უფრო ადარდებს, ვიდრე მარიუპოლი. უნდა რომ ორ კვირაში რაღაცნაირად „მოიგვაროს" საქმე. რუსეთის 120 ათასიანი დაჯგუფება სწორედ ამ მიმართულებითაა გაშვებული, რუსებს სხვა მიმართულებითაც ჰყავთ ძალები კონცენტრირებული."- განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×