ია აბულაშვილი
28.12.2021

გიორგი მარგველაშვილს თავისი პრეზიდენტობის დროს შეეძლო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ იგი ამ პროცესს განერიდა. ახლა კი, ნაცვლად იმისა, რომ პოლარიზაციის ფონზე მესამე ძალის იდეა გაეძლიერებინა, „ნაცმოძრაობისკენ“ წავიდა - ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა ექსპრეზიდენტ მარგველაშილის ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობის კომენტირებისას.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდ. მარგველაშვილმა  შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და ამ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ.

„რა დასკვნა შეიძლება გამოიტანა იქიდან, რომ  დღეს შეხვდა ერთ პრეზიდენტს, ხვალ მეორეს... არადა თავის პრეზტიდენტობის დროს თავისუფლად შეეძლო შეეწყალებინა  სააკაშვილი,  თუმცა, ბევრი ფაქტორის გამო, ეს საკითხი ჯერ გადადო, შემდეგ კი საერთოდ იგნორირება გაუკეთა. ანუ განერიდა, რადგან იცოდა, რომ თუ სააკაშვილის შეიწყალებდა, ეს მძიმედ დაარტყამდა მის იმიჯს. იცოდა ისიც, რომ „ოცნება“ მყარად იდგა ფეხზე. 

„ახლა ფიქრობს, რომ ვითარება  შეიცვალა  და სამი პრეზიდენტის შეხვედრას გარკვეული ხიბლი  გაუჩნდა დასავლეთში.  სამი პრეზიდენტის თანამშრომლობი იდეით აქტიურად სურს ჩაერთოს ეროვნული შერიგების პროცესში, რომელიც, ჩემი აზრით, მკვდრადშობილია, რადგან სალომე ზურაბიშვილმა ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები შემოიყვანა. 

„ვერ გეტყვით, როგორი იქნება  ყოფილი პრეზიდენტების პოლიტიკური მომავალი, მაგრამ ფაქტია, რომ მარგველაშვილმა ვერ გაუძლო ორპოლუსიან დაძაბულობას და ნაცვლად იმისა, რომ მესამე ძალის იდეა გაეძლიერებინა, სვლა გააკეთა „ნაცმოძრაობისკენ“. აქეთ სვლა კი ნიშნავს იმას, რომ რაღაც უნდა გაამართლო. ამ ამბავში,  ჩემთვის სამწუხარო ისაა, როცა ცნობილი ადამიანები  ცდილობენ საზოგადოებას ძალიან პრიმიტიული რაღაცეები თავს მოახვიონ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×