თამთა ჩაჩანიძე
24.09.2021

ექსპრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებაშიც თქვა, რომ ჩამოვა, თუმცა „ხალხმა ხელი უნდა გაანძრიოს", პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ გამოსვლაში სააკაშვილის შიში იგრძნობა, რადგან ფიქრობს, რომ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთიდან ვერ მიიღო და ახლა რჩება ერთი გზა, რომ „მოსახდენი პროცესები მისმა მომხრეებმა მოახდონონ და მერე უსაფრთხოდ ჩამოვიდეს".

„საუბარი იმაზე, რომ „ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი გვეშველება" - ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს, თუ ხელი არ გავანძრიეთ, „მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველებაო". მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი. იმ პირსაც დააფარებენ 2 წუთში უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა ხელი არ გაანძრია, ვერც მიშა ვერაფერს შველის. ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ.

„საბოლოოდ, არავის რეცეპტი არ აქვს, თუ არა ჩვენ. მარტივია, რას ვაღწევთ. მივდივართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომლის ციფრები წინასწარ დაწერილია, მათ მომზადებული აქვთ მთელი ინფრასტრუქტურა. კომისიის ძალიან ბევრი თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან" აპირებს, რომ თავი მოიავადმყოფოს, ისეთ რაღაცეებს გვავალებენ, ადრეც არასდროს ყოფილაო. ძალიან ეშინიათ, რომ ხალხის მობილიზებას ვერ მოახერხებენ. პრაქტიკულად მოუწოდებს ივანიშვილი, რომ არავინ მივიდეს არჩევნებზე, რადგან მაინც არაფერს ცვლისო, ამას იმეორებენ დღეში ასჯერ. ესე იგი, რადგან მათ არ უნდათ, რომ ხალხი მივიდეს, ხალხი უნდა მივიდეს. რადგან ისინი ამბობენ, რომ არაფერს ცვლის, ესე იგი ყველაფერს ცვლის. მათი ენა ზუსტად საწინააღმდეგოდ უნდა გადმოითარგმნოს",-განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანია, უსაფრთხო ვარიანტებს ეძებს, რაც დასავლეთის მხრიდან ვერ მიიღო და ახლა უკვე მისი მომხრეების იმედი დარჩა.

„რა თქმა უნდა უკვე შევეჩვიეთ და მაგ განცხადებებზე რეაქცია აღარ გვაქვს, მაგრამ ბოლო განცხადებები საყურადღებო იმითაა, რომ მერე წავიდა და დასავლეთის პოლიტიკოსებთან ამ ნაბიჯის შეთანხმება დაიწყო, ესეიგი ის ჩამოსვლას სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა ვიცით რომ დასავლეთის ამავე პოლიტიკოსებმა დიდი ენთუზიაზმი კი არა პირიქით ამ ნაბიჯის მიმართ გარკივეული კრიტიკული დამოკიდებულებაც გამოავლინეს.

„დასავლეთი იმიტომ უნდოდა, რომ უსაფრთხოების მექანიზმი შექმნილიყო, მათთან ერთად ჩამოსულიყო და უკრაინაში როგორც ხალხმა საზღვარზე გადაიყვანა, ახლა მისთვის უსაფრთხო ადგილას დასავლეთის პოლიტიკოსებს გადაეყვანათ, ამ მხრივ ხალხის იმედი ნაკლებად ჰქონდა.

„ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ესეიგი მისთვის უსაფრთხოების გარანტია მნიშვნელოვანია, სააკაშვილი ნელსონ მანდელა არაა, რომ თავისით პოლიტიკური შეხედულებების გამო ციხეში ჩაჯდეს. სააკაშვილი უსაფრთხო ვარიანტს ეძებს, ერთი უსაფრთხო ვარიანტი თუკი დასავლეთი იყო, მეორე უსაფრთხო ვარიანტია ის, რომ რევოლუცია ამათმა მოახდინონ და როგორც ლენინი გერმანელებმა უკვე მომხდარ რევოლუციაში ჩაიყვანეს და მერე ჯავშანტრანსპორტიორზე დადგა, სააკაშვილიც მერე ჩამოსვლას ვარაუდობს, რომ ძირითადი მოსახდენი პროცესები მისმა მომხრეებმა მოახდონონ და მერე ეგ უსაფრთხოდ ჩამოვიდეს.

„თუ არა და როგორც თვითონ თქვა იმ პირსაც დაუხურავენ, ანუ ეშინია, რომ მას არ მისცემენ თავისუფლად არა მარტო მოძრობას, არამედ გამოსვლების და ლაპარაკის საშუალებას. ამ ბოლო განცხადებაში ესშიში გამოვლინდა და ესგეგმა, რომ თითონ კი არის და ჩამოვა, მაგრამ სავარაუდოდ ჩამოვა მას მერე, რაც აქ მისი პარტია რევოლუციას მოახდენს.

„სააკაშვილს დასავლეთიდან პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი სჭირდებოდა, რომელიც მას ჩამოიყვანდა, მაგრამ დასავლეთმა მიიღო კი არა ხაზგასმით თქვეს, რომ ასეთი ვიზიტი დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის სტიმულად მიაჩნიათ და ურჩიეს, რომ საკუთარი ავტორიტეტი წორედ მშვიდობიანობის დამყარებისთვის გამოიყენოს, ეს რჩევა და მითითება როგორც ჩანს სააკაშვილის გეგმებში არ შედის," - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×