ია აბულაშვილი
24.09.2021

არჩევნები ყველაფერს დაალაგებს - გამოჩნდება მესამე ძალა; გახარიას პარტია სავარაუდოდ 15%-ს აიღებს, ასეთი მაღალი შედეგი შეცვლის რეალობას და შეიძლება „ქართულ ოცნებაში" და „ნაციონალურ მოძრაობაშიც" სხვა პროცესები დაიწყოს" - ასეთ პროგნოზს აკეთებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.

ის ევროკავშირის ოფისთან მომხდარ მელია-კობახიძის დაპირისპირებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას დამახინჯებული სახე აქვს გადადის.

„ის, რაც მოხდა, არის რეალობა დამახინჯებული პოლარიზაციის. ორი პოლიტიკური ძალა სამკვდრო-სასიცოცოხლოდ დაუპირისპირდა ერთმანეთს და ურთიერთგანადგურებაზე არიან გადასული. ორივე ერთმანეთს უყურებს როგორ მოსისხლე მტერს, ასეთ შემხვევაში ერთადერთი გამოსავლი უნდა იყოს მესამე ძალა, რომელიც ამ უბედურებაში ჩაერევა. სხვაგვარად სიტუაცია აუცილებლად აფეთქდება.

რაც მოხდა, საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონება. ოპოზიციას ვურჩევთდი, რომ კონსტრუქციულები იყვნენ, რადგან სხვისი ისტერიების ფონზე უფრო პოზიტიურად გამოჩნდებიან. ვფიქრობ, არჩევნები ყველაფერს დაალაგებს - გამოჩნდება მესამე ძალა; გახარიას პარტია სავარაუდოდ 15%-ს აიღებს, ასეთი მაღალი შედეგი შეცვლის რეალობას და შეიძლება „ქართულ ოცნებაში" და „ნაციონალურ მოძრაობაშიც" სხვა პროცესები დაიწყოს" - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×