ია აბულაშვილი
22.09.2021

ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება" პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ძალიან მეეჭვება, რომ ოპოზიციამ სასურველ შედეგს მიაღწიოს, რასაც არჩევნებამდე ჰპირდება თავის ამომრჩეველს. საზოგადოების განწყბა მათ მიმართ არ არის პოზიტიური, არ ვგულისხმობ მხოლოდ თბილისს, იგივეა რეგიონებში. ხალხი ძალიან დაიღალა ამდენი არჩევნებით და არეულობით. მთელი წინასაარჩევნო კამპანია ისე წარმართა ოპოზიციამ, კონსტრუქციული გამოსვლა არ ჰქონიათ. მხოლოდ „გაგლახავთ-გაგლახავთო" იძახდნენ. ფაქტია, რომ არჩევნებისთვის არ ემაზადებიან. 3 ოქტომბრიდან დაიწყებენ ისევ „გაყალბდა- გაყალბდაო", მაგრამ ვერც ვერაფერს დაამტკიცებენ, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს.

მიშას დაბრუნების მლოდინიც საბოლოოდ გაქრება, რადგან ის საქართველში ვერ ჩამოვა, რაც არ უნდა მოუწოდოს თავის ამომრჩეველს „დიდი ბუნტი" დამახვედრეთო; მიშას გულისთვის თავს არავინ მოიკლავს. ნათელაშვილს, რომელიც მთლად წყალწაღებულია, ხმას არავინ მისცემს. გახარიამ, შეიძლება ხმების რაღაც პროცენტი წაართვას „ქართულ ოცნებას", მაგრამ არვითარი მეორე ტური არ იქნება. კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ყველამ ვნახეთ პოლიტიკური დებატები, მელია საერთოდ გაიქცა, დანარჩენ მერობის კანდიდატებს კი შეკითხვები მხოლოდ კალაძესთან ჰქონდათ.

მოსმენებთან დაკავშირებით კი ვაცხადებ - არ მჯერა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ის სისულელე გაიმეორა რაც წარსულში იყო. ყველაფერს დამტკიცება სჭირდება..." - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×