თეონა ვეშაგური
07.09.2021

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავსირებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ პირებს ვინც თანხმობას განაცხადებს ამნისტიის მიღებაზე. რას გეგმავს „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და დათანხმდება თუ არა ამ ინიციატივას, ამის შესახებ „რეზონანსთან" „ენმ"-ის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირეძე საუბრობს.

ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

პროექტი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს და ფრაქცია „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. კენჭისყრისას მას 79-მა დეპუტატმა დაუჭრა, ხოლო 15 წინააღმდეგი იყო.

რომან გოცირიძეს განცხადებით, ეს ამნისტია არა ნიკა მელიაზე, არამედ სხვა დამნაშავეებზეა გათვლილი.

„ამნისტია გაკეთდა არა ნიკა მელისთვის არამედ იმ დამნაშევეებისთვის, ვინც მოაწყვეს დარბევა და მოახდინეს ახალგაზრდების დასახიჩრება, რათა სამომავლოთ აიცილონ მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა.

„ის ჩანაწერი, რომ ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც დათანხმდებიან მის მიღებაზე, არის სპეციალურად ნიკას გამო გაკეთებული, რადგან იციან, რომ ამ შემოთავაზებას ის არასდროს დათანხმდება. აქედან ჩანს, თუ რა მიზანი აქვს მმართველ პარტიას.

„არაერთხელ გააკეთა ნიკა მელიამ განცხადება, რომ ამნისტიის მსგავს ფორმას არ დათანხმდება", - განაცხადა გოცირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×