თეონა ვეშაგური
07.09.2021

ხელისუფლება 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობს. წინასწარი ვერსიით, აიცრებიან მხოლოდ ის მოზარდები, რომელთაც ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, რამაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაშ სხვადასხვა გართულებები გამოიწვიოს. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ჯერ საბოლოოდ დადგენილი არაა, თუ რამდენად უსაფრთხოა აცრა მოზარდებში და ხელისუფლება შესაბამისი კვლევების დასრულებას უნდა დაელოდოს.

„ეპიდემიის შესაჩერებლად ნებისმიერი სახის ეფექტური ვაქცინაცია მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ვაქცინის 12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება, რადგან ჯერ კიდევ დგინდება რამდენად სერიოზული უკუჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს. ასე რომ, თუ კვლევების მიხედვით გადაწყდება ვაქცინაციის უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი და არ იქნება რაიმე სახის პრობლემა, მაშინ ძალიან დიდი წინსვლა გვექნება, რადგან ყველაზე აქტიური საზოგადოების ნაწილი არის ახალგაზრდობა, ყველაზე ხშირად სწორედ ისინი აწყობენ წვეულებებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათი დაცვაც და მათ მიერ ინფექციის გადაცემის შეჩერებაც.

„ვნახოთ რას გვაჩვენებს კვლევები და რამდენად უსაფრთო აღმოჩნდება ვაქცინა. მეც მამა ვარ და ეს საკითხი ძალიან მანერვიულებს", - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამშაბათს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ როდიდან შეიძ₾ება დაიწყოს მოზარდთა ვაქცინაცია და განაცხადა, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარი პოზიცია.

„ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო 12-დან 16 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი განიხილავს ამ ეტაპზე იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს კოვიდინფექციის შემთხვევაში.

„მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა რისკის და სარგებლის ანალიზი, დასკვნა ჰქონდათ, რომ ჯანმრთელ ბავშვებში 12-დან 16 წლამდე კოვიდი არ ქმნის იმგვარ რისკებს, რომ ვაქცინაციის სარგებელი იყოს ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე მათი დასკვნა დადებითია იმ ბავშვებთან მიმართებით, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადებები და მათ აცრიან.

„ამ მიმართულებით ვმსჯელობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს მყარი პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ", - განაცხადა გაბუნიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×