ია აბულაშვილი
01.08.2021

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შედეგად მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ოცნება“ თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ხოლო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან შეთანხმებაზე ხელის მოწერას უკვე აზრი აღარ აქვს. დასავლელი პარტნიორებისგან იგი რეაგირებას ელოდება, თუმცა არა მკაცრს.

19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, შეთანხმებით გათვალისწინებლი პირობების შესრულება „ოცნების“ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ოპოზიციამ შესაძლოა ადგილობრივ არჩევნეს ბოიკოტი გამოუცხადოს. დასავლელი პარტნიორები კი პოლიტიკურ პარტიებს კვლავ მოუწოდებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შეასრულონ აღებული ვალდებულებები.

„ქართულმა ოცნებამ“ ამაზე იმსჯელა, როგორ მოქცეულიყო. ყველაფერი კარგად დათვალა. ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, არ გაუფრთხილებია, „ნაცმოძრაობა“ ხელს თუ არ მოაწერდა, რა გადაწყვტილებას მიიღებდა. ახლა, როცა ასე დიდი წვალებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს და ამას უკან აღარ წაიღებს. დასალეთი კი მოუწონებს თუ პოზიციას შეცვლის, მაგრამ ოპოზიცია და ყველა დასცინებს.

„ოპოზიციას თავის გასაჭირი აქვს. თანაც ვერავინ ვერ გაიგო რატომ არ აწერდნენ ხელს „ნაციონალები“. ახლა გინდა მოაწერონ გინდა არა, გინდა ზევით, გინდა ქვევით. ოპოზიცია იმასაც ვერ მიხვდა, რატომ დუმდა ასე „ოცნება“ და დაჟინებით არ ითხოვდა, მარტო ეუბნებოდა - ხელი მოაწერეთო.

„რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების რეაგირებას, არჩევნების შემდეგ რაღაც ფორმით მოუწევთ რეაგირება. შეიძლება იყოს მსუბუქი სანქციებიც, ან ტრანში არ მოგვცენ, ან დაიგვიანოს. ბელორუსივით მკაცრი რეაგირება არ იქნება. ხედავენ, რომ „ოცნება“ რაღაცას მაინც აწესრიგებს, ყველას ციხეში არ ყრიან, ომებს არ იწყებს, საფრთხეს არ უქმნის მეზობლებს, სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს. დემოკრატია არ არის, მაგრამ არაფერს არ აშავებს.

„არჩევნები თუ კარგად ჩაივლის და არ გააყალბებს, ამ არჩევნებსაც „ოცნება“ დედის რძესავით შეირგებს. ახლა კი ფინიშის პირზე „ოცნებამ“ ძალიან კარგად მოუგო „ნაცმოძრაობას“ და ოქროს მედალი ეკუთვნის“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×