ია აბულაშვილი
25.07.2021

 

ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს თემურ ნანეიშვილს არ სჯერა, რომ ცნობილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე კახი კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში დაუპირისპირდება. მისი თქმით, აჩის კრგად იცნობს და არ უნდა რომ ამ აურზაურში ჩაებას, ან ოპოზიციის გვერდით დადგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატად სავარაუდოდ ცნობილ ფეხბურთელს არჩილ არველაძეს წარადგენს. „სტარტეგია აღმაშენებელი" და ლეიბორისტული პარტია დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. „ლელო" საზოგადოებას ჰპირდება, რომ უახლოეს დღეებში წარადგენს "ნთელ ხედვას, რა კონფიგურაციით იქნება „ლელო-საქართველოსთვის" წარმოდგენილი თვითიმართვლობის არჩევნებში". „გირჩი" ამ დრომდე ჩამოყალიბებული არ არის თავის პოზიციაში. ლიდერების განცხადებით, კალაძისა და მელიას გარდა სხვა კანდიტები თუ არ იქნებიან, შეიძლება იფიქრონ თბილისში საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. გამოკვეთილი ფიგურები კი კახი კალაძე „ოცნების" სახელით იბრძოლებს თბილისისთვის, მელია და ხოშტარია „გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით.

„მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, და არა მგონია რომ აჩიმ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან კახი კალაძეს დაუპირისპირდეს. აჩი ჩემი ახლობელია და არ მინდა ამ აურზაურში გაჰყოს თავი. აჩი ოპოზიცია არ არის, მე ასე ვიცი, ჩემმა მტერმა დაიჭირა მაგათი მხარე. ჯერ არაფერი არ არის და რას აკეთებენ, მერე ხომ საერთოდ დაჭამენ ერთმიანეთს. ეს არჩევნები ხომ ოპოზიციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. იმედი აქვთ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება და ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. სწორედ ეს ვადამდელი არჩევნები იქნება მათი განაჩენი, რადგან საზოგადოებას მობეზრდა ტყუილები და თითიდან გამოწოვილი ინფორმაციები.

აყველაზე მეტად გული იმაზე მტკივა, რა გაუკეთეს ჟურნალისტებს, როგორ გაათახსირეს და დაუკარგეს ფასი ამ ღირსებულ პროფესიას... ჟურნალისტი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას რომ დაიწყებს, ის ჟურნალისტი აღარ არის. თანაც ასეთი ულტიმატუმების ფონზე, „გადაგეს მთავრობა 12 საათამდე", „აღარ გავაშუქებთ" და ა.შ.

ეს ხალხი, ვინც დღეს ოპოზციიაშია, ძალიან ახალგაზრდები მოვიდა ხელისუფლებაში, არანაირი გამოცდილება და ცოდნა არ ჰქონდათ. კეზერაშვილი ფანჯრიდან რომ გადაძვრა პარლამენტში „ვარდების რევოლუციის" დროს, ეს დაუფასეს და თავიდაცვის მინისტრად დანიშნა მიშამ, დღეს მილიონერია, საიდან? ან რა თანხებით ინახავს ტელევიზიას და აფინანსებს მიტინგებს? მოკლედ, ამ ახალგაზრდებმა ხელისუფლებას გემო გაუგეს და ახლა ყველაფერზე მიდიან, რომ ისევ დაბრუნდნენ. თუნდაც მთელი ქვეყანა დაქცეულა. მიშა სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებით არის შეპყრობილი, რაც სხვთაშორის დაავადებაა,

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×