
თბილისის მერია დედაქალაქში თვითნებურად გაკრულ პლაკატებზე უკანონო ქმედებას უწოდებს და განცხადებას ავრცელებს, რომ მის ჩამოხსნას „თბილსერვის ჯგუფი" უზრუნველყოფს, კანონდამრღვევთა დაჯარიმებას კი კანონის ფარგლებში თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.
„აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი", ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში.- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
„არა ნაცებს,არა ბოროტებას" - 24 ივლისის დილიდან თილისში პლაკატები ამ წარწერით გამოჩნდა, სადაც ცისარტყელის ქვეშ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ოპოზიციური ტელეარხების დამფუძნებლებისა და სახეების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების გამოსახულებები.
ჯერჯერობით უცნობია პლაკატები ვისი ინიაცივით გავცელდა. ოპოზიციის ნაწილი პლაკატების გამოჩენას „ქართულ ოცნებას" უკავშირებს, თუმცა მმართველ გუნდს ამაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ენმ-ს თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დედაქალაქის ქუჩებში პლაკატების გაკვრას გამოეხმაურა.
„ალბათ ძალიან მიამიტობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვინმეს გაუკვირდა ის, რაც გუშინ ხელისუფლებამ დამართა თბილისის ქუჩებს. ბევრი მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს. პირველი მიზეზი ისაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავეებთან, მათი მთავარი საფირმო ნიშანი სწორედ ეს არის - ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბოღმის ნთხევა. ამას ახორციელებდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით.
„მეორე მიზეზი - ვიცით, რომ ამ ზიზღის ფრქვევის ავანგარდში დგანან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგალითისთვის, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ძალადობს ჟურნალისტებზე და ძარცვავს... პრემიერმინისტრი ავანგარდში დგას ამ ძალადობის, ზიზღის კამპანიის ფრქვევის. "ქართული ოცნების" პრაქტიკულად ყველა დეპუტატი, ფიზიკურად არის ჩართული ამ ძალადობაში. ძალადობენ კოლეგა ოპოზიციური პარტიების დეპუტაციაზე, მათ შორის ქალ დეპუტატებზე. ამაში გასაკვირი არაფერია," - განაცხადა მელიამ.