ია აბულაშვილი
24.07.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის სრულ დამარცხებას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ვერც ნიკა მელია და ვერც სხვა კალაძეს ვერ დაამარცხებს.

„თბილისის მერად „ლელო" დიმიტრი გელოვანს ეძებდა და თემურ ჭყონია შემოგვთავაზა, მაგრამ რომ დაინახა საზოგადოების რეაქცია, ხმა აღარ ამოუღია. ახლა ალბათ თავის კანდიდატურას წამოაყენებს. საპარალმენტო არჩევნებში 3 მილიონი დახარჯა და 3% აიღო, ახლა 6 მილიონიც რომ დახარჯოს, 1%-საც ვეღარ აიღებს.

ჭიჭე ვაშაძეს, აქამდე რომ მიშა დედამიწის გურუდ მიაჩნდა, მას განუდგა და იძახის, როგორც ცეცხლთან მიკარება არ შეიძლება, ისე ნაცებთანო; ცოტა აზრზე კი მოსულა, მაგრამ ამ არჩევნებში გამრაჯვების შანსი მაინც არ აქვს. რომ ამბობს, ღირსეულ კანდიდატს დავასხელებო, ვინ ჰყავს ასეთი პარტიაში? ალბათ ისევ თავის კანდიდატურას თუ შემოგვთავაზებს.

ოპოზიციის მთავარ არტილერიას, „ნაცმოძარობას" კი ბაჩუკი ქარდავას მეტი მხარს აღარავინ უჭერს. ერთ დროს უძლიერესი პარტია „ეროვნულ დეიმოკრატები" ბაჩუკი ქარდავამ ერთი კაცის პარტიად აქცია და მისი ოჯახის წევრების მეტი ხმას არავინ აძლევს. ახლა „ნაცმოძრობა" ბაჩუკი ქარდავას იმედზეა. მოკლედ, წასულია მაგათი საქმე და ისაა. მელია-ხოშტარიას ქუჩა-ქუჩა სირბილი უშველით, ხმის ჩახლეჩამდე რომ ყვირიან და შენობა არ დარჩათ დაუბოქლომებელი და წითლად შესაღები? ჰოდა რომ ვერ გაიმარჯებენ „პუფები" ამ არჩევნებშიც, თბილისში თუ არ იქნება ადგილი, შეიძლება ხონში ამოყონ თავი..." - განაცხადა „მთელ კვირასთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×