რეზონანსი
07.07.2021

ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული ვითარების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით გადატანილი დიდი რაოდენობის სტრესი იყოს.

ნებისმიერი სახის შეზღუდვა, ასევე, რაიმე საფრთხის მოახლოების შიში დაძაბულობის გამომწვევია ადამიანის ფსიქიკისთვის, მითუმეტეს, თუ ეს ხანგრძლივად მიმდინარეობს.

ჩვენ, ისევე როგორც მსოფლიომ სტრესული სიტუაციები გამოვიარეთ. ადამიანები თვეების მანძილზე ტელევიზიებიდან, გარშემო მყოფებისგან ისმენდნენ ნეგატიურ ინფორმაციებს და ეს ნეგატივი ყოველთვის ილექება გონებაში, რაც უკურეაქციას იწვევს და ანგრევს ფსიქიკას.

„ნებისმიერი აკრძალვა, ან რაიმეს შიში ადამიანში იწვევს დაძაბულობას, რაც უფრო დიდია დაძაბულობა, მითუფრო ძლიერად ხდება ნერვული სისიტემის ჩამოშლა, რის გამოც რთულია პირმა აკონტროლოს საკუთარი ქცევები და შეიკავოს თავი, ამა თუ იმ ძალადობრივი ქმედებისგან.

"ამ ყველაფერთან ერთად ბოლო წლებში საკმაოდ სტრესულ გარემოში უწევს ჩვენს საზოგადოებას ცხოვრება - ესაა როგორც პოლიტიკური მოვლენები, ისე ეპიდემიასთან დაკავშირებული შიშები, ეკონომიკური მდგომარეობის გართულება და ბევრი სხვა რამ, რამაც გამოიწვია მოსახლეობაში გულგრილობის დონის მომატება". - ამბობს ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი.

იმატა ქვეყანაში ძალადობის ფაქტებმა, მასიურად ხდება თავდასხმები ბავშვებზე, მოზარდებზე, ჩვეულებრივ მოქალაქეებსა თუ ტურისტებზე, ბოლო დღეებში კი მედიის წარმომადგენლებზეც განხორციელდა ჯგუფური თავდასხმების შემთხვევები.

ავტორი: თეონა ვეშაგური

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×