ია აბულაშვილი
06.07.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის მოთხოვნას 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომაზე აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი სამიზნე დღეს ღარიბაშვილია, რომელიც საშუალებას არ აძლევს „ნეოტროცკისტებს“ და პავლიკ მორზოვებს ქვეყანა დაანგრიონ.

რუსთავალზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციას ეჭვის აქვს, რომ პოლიციელებზე გაცემული იყო ბრძანება, არ მიეღოთ მონაწილეობა ძალადობის აღკვეთასა და პრევენციაში და მიიჩნევენ, რომ პირადაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ოპოზიცია ღარიბაშვილს „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის გამართვამდე გაკეთებულ განცხადებაშიც ადანაშაულებს.

„სულ ოპოზიციის ბჟუტურზე გადადგება ღარიბაშვილი. მეტი რა დარჩენიათ ამ წყალწაღებულებს იყვირონ და განცხადებები გააკეთონ. რამდენჯერ გააფრთხილა ხელისუფლებამ და პირადად პერმეირმა, რომ ამ აქციას შეიძლება გართულებები მოჰყოლოდა. გაიგეს? არა, ახლა გაჰყვირიან, პრემიერი გადადგესო.

მათი მთავარი სამიზნე დღეს ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ამ 20-იანი წლების ტიპიურ „ნეოტროცკისტებს“ და პავლიკ მორზოვებს საშუალებას არ აძლევს ქვეყანა დაანგრიონ. ჯერ კიდევ გამოსაძიებელია, ვინ ძალადობდა. სულ ახლახანს გავრცელდა კადრები, რომ ერთ-ერთი დამრბევი სწორედ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი თუ წევრია, რომელიც თავს იწონებს გიგა ბოკერიასთან გადაღებული სურათით. მოკლედ ძალიან აშლილია „საფანჩატურეთი“, თვე არ გავა, რომ რაიმე საძაგლობა არ ჩაიდინონ. უფლება რომ მისცე ამ ერთი მუჭა ავანტურისტებს, განსხვავებული აზრის გამო კოცონზე დაგწვავენ,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ედიშერ გვენეტაძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×