ელზა პაპოშვილი
12.06.2021

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ხელს ოპზიციას აძლევს და უნდათ თუ არა, გახარია მათი მოკავშირე და იმედიც შეიძლება იყოს. თუმცა რამდენად იხეირებენ ამ კონფლიქტში, რთული სათქმელია, რადგანაც 7-თვიანი არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის შედეგად ოპოზიცია ძალიან დაზიანებულია. განსაკუთრებული კრიზისი კი „ნაციონალურ მოძრაობაშია“. 

„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ისეთ ღრმა კრიზისიშია, რომ არ მგონია „ოცნების“  და გახარიას დაპირისპირებით დიდად ისარგებლონ. მელიამ თავის დღის წესრიგი სრულიად ამოწურა. ის აქტუალური მაშინ იყო, როცა ციხეში იჯდა და სააკაშვილისგან დავალებებს იღებდა. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“  პარლამენტში შევიდა, მათ ფაქტიურად აღიარეს, რომ არასწორად იქცეოდნენ. თავიანთ პრინციპებს უღალატეს და ამიტომ არ მგონია, რომ „ოცნებას“ რამე პრობლემებს შეუქმნიან, ან ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნიან. 

,ახლა ყველას, და განსაკუთრებით „ოცნებას“, დღის წესრიგს გიორგი გახარია უდგენთ. ფაქტიურად მმართველი გუნდი პანიკაში ჰყავს ჩაგდებული და მათი ყველა ტაქტიკური გადაწყვეტილება გახარიას სასარგებლოდ ბრუნდება. იმაზე დიდი შეცდომა არაფერია, როცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადგნენ და მისი კადრების მოხსნა დაიწყეს. ეს არის სრულიად უგუნური საქციელი, რადგანაც იმის ნაცვლად, რომ ამ ჩინოვნიკების გადაბირება დაიწყონ, გახარიას სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მათ სამსახურებიდან ყრიან და ეს ხალხი მთელი თავისი რესურსით, ავტორიტეტით, გავლენით, სოფლებით, რაიონებით გახარიასთან მიდიან. ამაზე გაუგონარი შეცდომა „ოცნებამ“ რა შეიძლება მეტი დაუშვას?!“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, გხარია სწორედ ამ გათავისუფლებული კადრებიდან მოაგროვებს  იმ საბედისწერო პროცენტებს, რომელიც „ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სჭირდება. იმდენს იზამენ, რომ 5%-იან გახარიას 10%-მდე ააღებინებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი გახდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×