მისი თქმით პარტიები, განსაკუთრებით ოპოზიცია, კომუნიკაციის ყველაზე მახინჯ ფორმებს იყენებენ
ია აბულაშვილი
04.03.2021

პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ გამოვიდნენ ამ ვაკხანალიიდან, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება ჰქვია. მისი თქმით, დღეს პოლიტიკური აქტორები ვერ ქმნიან მრავალფროვან პოლიტიკურ პროდუქტს, იყენებენ კომუნიკაციის ყველაზე მახინჯ ფორმას და ყველანაირად ცდილობენ ადამიანების დიდი მასა ჩააბან ფსიქოპატიაში.

ოპოზიცია 16 მარტმდე პროტესტის ფორმას ცვლის ბრიუსელში საქართველოს საკიხთან დაკავშირებით სხდომის გამართვამდე. აღარ მოახდენს სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას, ვიდრე საქართთველოს ხელისუფლება ევროპარლამენტში კონკრეტიული შეთანხმების ფორმულით არ ჩავა და შეთანხმება ყველა პუნქტზე არ მოხდება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით თბილისში გამართულ შეხვედრაზე დაიდო.

„დღეს არსებული პოლიტიკური ბაზარი ნაკლები ინოვაციებით გამოირჩევა და პოლიტიკური ძალები იყენებენ ძველ, დრომოჭმულ მეთოდებს, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ნახა და მოიწყინა. ამ მიმართულებით გამოირჩევა ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ გრაალის მცველები არიან და გრაალი მხოლოდ მათ ხელშია. ცდილობს აგრესიული პოლიტიკური მარკეტინგით მოსახლეობის ყურადღების მიქცევას, იყენებს კომუნიკაციის ყველაზე მახინჯ ფორმას და ცდილობს ადამიანების დიდი მასა ჩააბას ფისქოპატიაში. ხელოვნურად ქმნის პოლიტიკური ბრენდს, ცდილობს დაამტკიცონ, რომ ჩვულებრივ პირს კი არ ებრძვის, ვინმე კობახიძეს ან ღარიბაშლვილს, არამედ ებრძვის მსოფლიო ოლიგარქიას ბიძინა ივანიშვილის სახით; ესეც ფსიქოპატიაა.

ქუჩის ბრძოლით ვერც ახალი პოლიტიკური ბრენდი შეიქმნება და ვერც ახალი ლიდერი, რომელსაც ყველა გაჰყვება. ნიკა მელიას ლიდერად არჩევაც შეცდომა იყო, არა იმიტომ რომ მას პატივს არ ვცემ. ამ ეტაპზე ვაშაძის ნაცვლად მელიას მოყვანა იყო დიპლომატიური პოლიტიკის დახურვა და აგრესიული პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება. საქართველოს პოლიტიკური ბაზარი კი სუსტია ასეთი ბრძოლისთვის; მით უფრო ხანგრძლივად, პოლიტიკური ბაზრის ფსიქოლოგიურად აღგზნებამ და აგრესიული მარკეტინგის სტრატეგიით მანიპულირებამ კატასტროფა გამოიწვიოს. ანუ შეიძლება ეს საეხელმწიფოც გარდაგვეცვალოს და ჩვენც ყველანი გიჟები ვიქნებით. რაც მეტი ადამიანი გამოვა ამ გავარვარებული პოლიტიკური ტაფიდან, რომელსაც ქარული პოლიტიკური ძალები გვთავაზობენ, წლების შემდეგ ალაბთ იტყვიან, როგორი ცუდი ხვედრი ერგოთ ამ გზაზე.

რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, როგორც ჩანს, მისი სტრატეგია დღეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური ბაზრის ხანგრძლივად შენარჩუნება და თავდაცვითი მარკეტინგული სტრატეგია. ამ სტრატეგიას კი დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება. ასე რომ, პოლიტიკურ აქტორთა ბრძოლაშ გიჟების კრებულად რომ არ გადავიქცეთ, მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს შეინარჩუნონ პოლიტიკური სიმშვიდე, დაიცვან გარკვეული წესები, სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, როგორ გამოვიდნენ ამ ვაკხანალიიდან, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება ჰქვია, ქვეყანას კი ერთ დიდ სამედიცინო ექსპერიმენტად ნუ გადააქცევენ, რადგან ქართველ ხალხს დღეს მხოლოდ სიმშვიდე სჭირდება" - განაცხადა „რეზონანასთან" კახაბერ ჯაყელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×