
“ერთ-ერთ გამოსავალი, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ქუჩის აქციები დასრულდეს, გარდამავალი პლებისციტის ჩატარებაა. თუმცა, ეს უნდა იყოს იმ პირობით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ეს იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კარგი ვარიანტი.
“ამას ალბათ, მელიას გათავისუფლებაც უნდა მოჰყვეს. სხვაგვარად სიტუაცია კიდევ უფრო ჩიხში შევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმძმიმესი შედეგებით დასრულდება”, -აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში და ამბობს, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას დიალოგის სურვილი არა აქვს, ამიტომაც მიშელის წასვლისთანავე ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდნენ.
ძაბირაძე თვლის, რომ მათ არა ქვეყნის ევროპული მომავალი ადარდებთ, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან, ამიტომაც ნაბიჯს არცერთი არ დგამს.
მისი აზრით, მედიაცა ევროსაბჭომ იკისრა და ამ მოლაპარაკების ორგანიზება ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცერმა უნდა დაიწყოს. მოსწონს ეს ხელისუფლებას და ოპოზიციას თუ არა, მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მაინც მოუწევთ.
ვახტანგ ძაბირაძე: სხვა შანსი იმის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება საკუთარი სურვილით, ყველა წინაპირობების გარეშე მაგიდასთან მოსალაპარაკებლად დასხდებიან, გამორიცხულია.
ამიტომაც კარლ ჰარცერმა ევროკავშირის ელჩმა უნდა იკისროს ვალდებულება და ორივე მათგანი დიალოგის მაგიდასთან დასვას. მედიატორობა იქნება თუ არა საკმარისი, ესეც საკითხავია.
ისეთ განცხადებებს აკეთებენ ორივე მხარე, უფრო მომრიგებელი მოსამართლე თუ უშველით. სხვაგვარად ამათ რაიმე დიალოგის სურვილი ჰქონდეთ, არ ეტყობათ. რაც შეეხება იმას, რაზე უნდა ისაუბრონ, ეს მედიატორმა უნდა განსაზღვროს. ამიტომაც აქ წითელი ხაზების გავლება და მე ის მინდა შენ ეს - არ გამოვა.
„რეზონანსი“: 6-პუნქტიანი გეგმიდან რომელი საკითხით შეიძლება მოლაპარაკება დაიწყონ, რადგანაც ორივე მათგანი კატეგორიულად ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრები წითელი ხაზებია?
ვ.ძ: ალბათ იმ 6 პუნქტიდან საუბარი ყელაზე მარტივით უნდა დაიწყონ, სადაც კომპრომისი უფრო ადვილად მიიღწევა. ეს უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი და მის ირგვლივ რეფორმაზე. შემდეგ ნელ-ნელა იმ თემაზე უნდა დაიწყოს საუბარი, რაც იქ არის. აუცილებელია, რომ ორივე მხარემ შეხების წერტილები მოძებნონ. თუ კი, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვთ. რასაც ნამდვილად ვერ ვხედავ. პირობები უკვე დაირღვა და ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა. ხელისუფლებას კიდევ ეს ორივე ისევ წითელ ხაზებად აქვს მონიშნული.
„რ“: თავად ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიშელი ჩაერთო მოლაპარაკებებში, მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ დიალოგით საქართველოში კრიზისი განიმუხტოს?
ვ.ძ: ევროპელები კიდევ უფრო მომთხოვნები უნდა იყვნენ, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მიმართაც. თუ კი ქვეყანა წავა იქითა მხარეს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი უნდა მოხდეს, ან მუდმივად დაპირისპირების პირობებში უნდა ვიყოთ, მაშინ ოპოზიციამაც უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, ეს სანქციები მათაც დაეკისრებათ.
ამ კრიზისიდან გამოსავალი ოპოზიციამაც უნდა მოძებნოს. ევროპარლამენტარების მხრიდან უფრო მკაცრი ტონი იქნება საჭირო, რადგანაც სიტუაცია შეიძლება ისეთ კრიზისამდე მივიდეს, საიდნაც გამოსავალის პოვნა გაჭირდეს.
„რ“: ფიქრობთ, რომ თუ კი 10 დღეში ღარიბაშვილი ოპოზიციასთან ვერანაირ მოლაპარაკებას ვერ შეძლებს დასავლეთიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება?
ვ.ძ: სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ ხელისუფლება ჩვენ პარტნიორებს უფრო მეტ ანგარიშს უწევს, ვიდრე საზოგადოებას. სამარცხვინო ისაა, რომ ერთმანეთში ლაპარაკი შუამავლის გარეშე არ შეგვიძლია. როგორი კარგი პარტნიორებიც არ უნდა იყვნენ, ეს არჩვენებს იმას, რომ ჩვენი პოლიიტკური კულტურა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
კიდევ კარგი, რომ ისინი არსებობენ. ორივე მხარე ოპზოიციაც და ხელისუფლებაც კატეგორიულები არიან. ამიტომაც მიშელმა ხაზგასმით თქვა, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება და სასწრაფოდ შეთანხმებისკენ მოუწოდათ.
ერთ-ერთ გამოსავალი იმის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ქუჩის აქციები დასრულდეს, გარდამავალი პლებისციტის ჩატარებაა.
თუმცა ეს უნდა იყოს იმ პირობით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ეს იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კარგი ვარიანტი. ამას ალბათ, მელიას გათავისუფლებაც უნდა მოჰყვეს. სხვაგვარად სიტუაცია კიდევ უფრო ჩიხში შევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმძმიმესი შედეგებით დასრულდება.