თამთა ჩაჩანიძე
01.03.2021

ციფრული მწვანე საშვი - ეს ის სერთიფიკატია, რომლისთვისაც საკანონმდებლო წინადადებას ევროკომისია მარტში წარადგენს, ამ ინიციატივის მიზანია, რომ ევროპელებმა ევროკავშირის ფარგლებში ან საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მიმოსვლა შეძლონ.

"ამ თვეში ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო წინადადებას „ციფრული მწვანე პასპორტის" შესახებ. მისი მიზანია უზრუნველყოს: მტკიცებულება, რომ ადამიანი აცრილია, ტესტების შედეგები მათთვის, ვისაც ვაქცინა ჯერ გაკეთებული არ აქვს, ინფორმაცია კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელების შესახებ.

„მონაცემთა დაცვა, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები რომ ზაფხულამდე ხელმისაწვდომი იქნება, ამაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც საუბრობს, რომელიც დასძენს, რომ სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ.

„ყველა შეთანხმდა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება. ევროკომისიას დაახლოებით სამი თვე სჭირდება ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ ამ ინიციატივას მხარს განსაკუთრებით ის ქვეყნები უჭერენ, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, კოვიდპასპორტი შესაძლოა ვიზაზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდეს, რადგან დღეს უპირველესი უკვე ჯანდაცვის უსაფრთხოება გახდა.

„ასე გამოდის, რომ კოვიდპასპორტი ვიზაზე მნიშვნელოვანი ხდება, გაჩნდება ახალი სავიზო ბარიერი, ევროკავშირის ტერიტორიაზე გინდა უვიზოდ გაემგზავრე გინდა ვიზით, თუ აცრილი არ იქნები ტერიტორიაზე არ შეგიშვებენ. შესაძლოა წევრმა ქვეყნებმა არავაქცინირებულ ჩასულ მოქალაქეებს ვაქცინაციაც გაუკეთონ.

„ეროვნული, სამხედრო და პოლიტიკურ უსაფრთოებასთან ერთად ახალი ტერმინი ჯანდაცვის უსაფრთხოება შემოდის, რომელიც საკმაოდ ცნობილი ფორმაა, რომელიც უკვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში შემოდის, აქედან გამომდინარე, ევროკავშირი პანდემიის დონის შესამცირებლად წევრი ქვეყნების მოქალაქეების დაცვას აძლიერებს.

„მსოფლიოში ჯანდაცვის უსაფრთხოებამ, ყველა ტიპის უსაფრეთხოების სეგმენტები გადაფარა, პანდემიამ მთლიანად გეოპოლიტიკური სპექტრი შეცვალა, ის მომენტი, რაც პანდემიამდე მოქმედებდა, ახლა უკვე აღარ მოქმედებს. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს შენგენის უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ჯანდაცვის უსაფრთხოების პირობებში თუ საქართველოში აცრები არ ჩატარდა, ეს ევროკავშირმა შეიძლება გაითვალისწინოს.

„ბუნებრივია, თუ მათ მიერ აღიარებული ვაქცინით არ იქნება ადამიანი აცრილი, შესაძლოა რომ არ შეუშვან, რამდენადაც ვიცი რუსულ "სპუტნიკ-V"-ს ევროკავშირში პოზიტიური გამოხმაურებები ჰქონდა და რამდენადაც გავიგე მისმა წევრმა რამდენიმე ქვეყანამ ამით აცრა დაიწყეს, ასევე ჩინურ ვაქცინებზეც მსჯელობენ,"- განაცხადა მან.

კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა მწვანე საშვით ტურიზმი ისევე სრულყოფილად არადგინოს, როგორიც პანდემიამდე ადრე იყო ექსპერტმა გვითხრა: „იმიტომაა ევროკავშირი განვითარებული, რომ ის მხოლოდ ტურიზმზე არაა დამოკიდებული, თუმცა ტურიზმს ძველ ფაზებში რამდენად დააბრუნებს, ერთი კაი ფილმია „რაც გინახავს ვეღარ ნახავო", ჯერჯერობით ამისი თქმა შემიძლია, მანამ სანამ სხვა ქვეყნები ვაქცინაციის საკითხს არ მოაგვარებენ" - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×