ელზა პაპოშვილი
23.02.2021

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძე გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, თუ რატომ არ მოახდინა ხელისუფლებამ იმ პოლიტიკური რისკების შეფასება, რაც სამშაბათს დილით ჩატარებულ სპეცოპერაციას მოყვებოდა. როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა, ნიკა მელიას დაკავებით, მართალია, კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა, მაგრამ რამდენად აუცილებელი იყო ამის ასე სწრაფად  გაკეთება, ეს შეიძლება სადავო იყოს.

„რა თქმა უნდა,  სახელმწიფოს თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა და ამ საკითხს კითხვის ქვეშ არც ვაყენებდი. თუმცა ველოდი, რომ დასავლეთის საქმის კურსში ჩაყენება მოხდებოდა, ჩვენს პარტნიორებს კარგად ავუხსნიდით რა საქმეზე ხდება მელიას დაკავება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება რატომ  უნდა მოხდეს. 

„ოპერაციის წინ კარგი იქნებოდა, რომ პარტნიორების შემზადება მომხდარიყო და ასეთი მძაფრი განცხადებები მათი მხრიდან აღარ გაკეთდებოდა. მესმის, რომ დილით   სპეცოპერაცია ჩატარდა და ასე სწრაფად პარტნიორების შემზადებას ვერ მოასწრებდნენ, მაგრამ რამდენად იყო ეს საქმე საჩქაროდ გასაკეთებელი, ეს უკვე სადავო საკითხია. 

„როცა უკვე ნაბიჯი გადადგი და შენს პარტნიორებს ამის შემდეგ მიზეზებს ატყობინებ, რა თქმა უნდა, მერე ამ ნათქვამის გადათქმას არავინ აღარ მოინდომებს. თუ რეაქცია იქნება კრიტიკული, ეს დამოკიდებულება, მერე რამდენიც გინდა უმტკიცო რომ მართალი ხარ, არ შეიცვლება. ეს დაკავება უნდა მომხდარიყო, მაგრამ უფრო მეტი ფაქტორების გათვალისწინებით“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, წინა ახლა პლანზე გამოვიდა ის ფაქტი, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრა. დასავლეთის მხრიდან წერტილი დაისმება და რამდენიც გინდ ხელისუფლებამ ამტკიცოს, რომ სამართლებრივად მართალია, ამის ახსნა გაუჭირდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
ვაააააა...   (24.02.2021)
ესეთი უნამუსო ორი არ დადის ქვეყანაში.

გიო   (23.02.2021)
20 ივნის კანონი ვინც დაარღვია ყველამ კარგად ვიცით ეს იყო კობახიძე რომელმაც გავრილოვი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა, რითაც ჩვენს დაღუპულ გმირებს შეურაცყოფა მიაყენა, ბუნებრივია ყველა ნამდვილ ქართველს შეურაცყოფის გრძნობა გაუჩნდა და პროტესტი გამოთქვა. სრული უფლება ქონდათ პარლამენტში შესულიყვნენ და პასუხი მოეთხოვათ კობახიძისთვის

ცნობის ფურცელი   (23.02.2021)
ზოგჯერ მაინც წაიკითხეთ აქ დადებული კომენტარები, რომ გაიგოთ ხალხის აზრი...ნუთუ შვილების და შვისშილების ბედი არ გაღელვებთ, ხომ ხედავთ ქვეყანა ხელიდან გვეცლება...ერთადერთი დასაყრდენი მომავლისა ევროპული გეზია, რაც ხალხმა აირჩია და ამასაც ვკარგავთ...მელია ყველა ასპექტში, ცამდე მართალია>>>რატომ დასვეს მწვანე კაცუნა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ვინ იყო ამის ავტორი...

dddd   (23.02.2021)
martla mevida es kle aazrze

ყვერჩიტა საყვარელიძე   (23.02.2021)
გაგეხსნა ტვინი ბებერო ყვერო?))

ყვერჩიტა საყვარელიძე   (23.02.2021)
გაგეხსნა ტვინი ბებერო ყვერო?))


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )