ია აბულაშვილი
27.01.2021

2 თებერვალს ოპოზიციური  პარტიის სადეპუტატო  უფლებამოსილების შეწყვეტაზე შესაძლოა თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს და პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილება ინდივიუალურად მიიღონ. თუმცა, როგორც ხატია დეკანოძემ „რეზონანსს“ განუცხადა, თუკი ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, „ნაცმოძრაობაში“ გადაწყვეტილი აქვთ საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მომართოს.

წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ „პატრიოტთა ალიანსიდან“ შესული 4 დეპუტატი, ასევე „ოცნების“ წევრი დავით სერგეენკო.

„ეს საკითხი გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც შემოგვითვალეს ოპოზიციიდან. მათთვის სადეპუტატო უფთლბამოსილების შეწყვეტას მხარს არ  დავუჭერ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ დეპუტატები პარლამენტში შემოვიდნენ. კარები რომ არ დაიხუროს დრო კიდევ არის“, - აცხადებს სერგეენკო.

„ნაცმოძღაობაში“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტს ოპოზიციისათვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.

„ხელისუფლებას არა აქვს უფლება ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. ამით ის არღვევს კანონს და კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი თებერვალში მორჩება. წინააღმდეგ შემთხვევა, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკამყოფილდება, მივმართავთ სასმართლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში  მართლმასჯულების იმედი არ გვაქვს“, - განაცხადა „რეზონანასთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×