თამთა ჩაჩანიძე
13.01.2021

ვაქცინაცია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხდება, დიდი ალბათობით ჩვენთანაც ამ პრინციპით მოხდება - ვაქცინაციის პრინციპი კი ასეთია, რომ პირველ ეტაპზე მიზანჯგუფები იცრებიან. ამის შესახებ „რეზონანსთან" ალესანდრე გოგინავამ ისაუბრა.

საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის" ვაქცინით გახდება შესაძლებელი, „კოვაქს პლატფორმიდან" ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია დადასტურებული,რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„კოვაქს პლატფორმიდან" ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული,რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის" ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, „ფაიზერის" ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც, ამ შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე" ხელმისაწვდომობაც გაიუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხდა მან.

ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრისას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის" ვაქცინით იქნება შესაძლებელი" -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, საქართველოში ვაქცინაცია იმ პრინციპით იქნება, როგორიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებშია.

„ვაქცინაცია დიდი ალბათობით ჯერ მიზანჯგუფებში დაიწყება, შემდეგ უკვე გაფართოვდება და დანარჩენ მოსახლეობასაც მოიცავს, ვამბობ ზოგადად ვაქცინაციის პრინციპს, თუ სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, სავარაუდოდ ჩვენთანაც მსგავსი პრინციპით მოხდება.

„ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საშუალება აქვს, რომ რამდენიმე ათასი დოზა ვაქცინა შეინახოს, აქვს მაცივრები და სპეციალური დანადგარები, რომელშიც -80 გრადუსია, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ, როგორც აცხადებენ, რამდენიმე ასეული ათასი ცალი ვაქცინის შენახვა შესაძლებელია. თუნდაც, დღეს უკვე არსებული რესურსების გათვალისწინებით.

„ვაქცინებზე ასე ხელაღებით უარის თქმა მართებული არაა. რა თქმა უნდა, უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე აღიარებული ვაცინა მოიპოვოს და შემოიტანოს, თუმცა ის ვარიანტებიც უნდა იქნეს განხილული, რომლებიც აღიარებულია და ახლო მომავალში ავტორიზაციას მიიღებენ.

"ეს რომელი ქვეყნის იქნება, ამას მნიშვნელობა კი აქვს, თუმცა, არა გადამწყვეტი, ჩვენ საუკეთესოზე ვიფიქროთ, მაგრამ სხვა ვარიანტებიც უნდა იყოს განხილული."- განაცხადა გოგინავამ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიდი რაოდენობით ფაიზერის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა.როგორც ცერცვაძემ თქვა ვაქცინის შესანახად მინუს 80-გრადუსიანი მაცივრებია საჭირო, რისი დიდი რესურსიც საქართველოს არ აქვს.

„საქართველოში შემოტანილი იქნება, მოხერხდება ფაიზერის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონი და 2 მილიონის დოზისთვის, ფაიზერის ვაქცინას საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ ფაიზერის ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა და ამ მცირე რაოდენობით აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები," - აღნიშნა ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, თენგიზ ცერცვაძის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, მისი თქმით, ქვეყანას ამ წუთში „ფაიზერის" ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია.

„ ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის" ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის „კოვაქსის" პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია.

ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. „კოვაქსის" ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირაპირ ამ ვაქცინების მიღება",-აცხადებს იმნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2021   (13.01.2021)
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში დროულად შემოვიდეს ხარისხიანი ვაქცინები, მასზეა დამოკიდებული ყველაფერი...საინტერესოა, დროულად რატომ არ ვიზრუნეთ მაცივრებზე, რა პრობლემაა,არ იშოვება, თუ ფული არ არის...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×