თამთა ჩაჩანიძე
23.11.2020

ქვეყანაში კორონავირუსული სიტუაცია უკიდურესად რთულია - ორშაბათს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, მძიმე პაციენტებისა და გარდაცვლილთა დინამიკა სულ უფრო და უფრო უარესდება. რა ტიპის დამატებითი შეზღუდვებია საჭირო, რომ არსებული მდგომარეობის გარდატეხა მოხდეს და რამდენად დიდია იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში მეორე სრული ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდეს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკიი ზოიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ არსებული რთული მდგომარეობის გარდატეხვის ყველაზე კარგი გამოსავალი ადამიანების მობილობის შეზღუდვაა, რომელიც არაძირითადი საქმიანობის აკრძალვით იქნება მიღწეული.

„მობილობა უნდა შეიზღუდოს, რომელიც ეპიდემიოლოგიური კუთხით უფრო ეფექტიანი იქნება და ამავდროულად ეკონომიკას არ დაანგრევს, ასეთი ოპტიმალური გეგმა უნდა შედგეს, რომლითაც რაღაც დროით ეს შეზღუდვა მოხდება, ასევე, ამისი სოციალური შედეგებიც და ადეკვატური კომპენსაციები უნდა იქნას გათვალისწინებული - ასე რომ, ეკონომიკური, ეპიდემიოლოგიური და სოციალური ასპექტი ოპტიმალურად უნდა იყოს შეხამებული.

„რეალურად, არაძირითადი ბიზნესები, რაც ძირითად და გადაუდებელ საქმიანობას არ ეხება, ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ გარკვეული ხნით უნდა შეიზღუდოს, სრული „ლოქდაუნის" საჭიროებაც არაა და ეპიდემიოლოგიური კუთხით ისეთ ეფექტს ვერ მოიტანს, ეკონომიკურად რა ნეგატიური ეფექტიც ექნება.

„ამ შემთხვევაში მთავარია, რომ მობილობის ისეთ ადგილებზე შეზღუდვა, რომლითაც უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე დღეს არსებული შეზღუდვებით მივიღეთ" - განაცხადა ზოიძემ.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 ნოემბრიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული დამატებითი ახალი რეგულაციები ამოქედდება, რომელთა შორის შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც იქნება, რაზედაც „რეზონანსს" ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილემ ლადო კახაძემ უთხრა, რომ სრული „ლოქდაუნი" არ იქნება, თუმცა დამატებითი შეზღუდვები მოსალოდნელია.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, სრული ჩაკეტვა ამ ეტაპზე ქაოსს გამოიწვევს, მისი აზრით კი ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.

„თითოეული ადამიანი თუ იზოლირებული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მიიღწევა შედეგი, მაგრამ ამჯერად უკვე ერთადერთი გადარჩენის გზა ვაქცინაა, გერმანელებმა უკვე გამოაცხადეს, რომ დეკემბრიდან უკვე აცრებს იწყებენ, ჩვეც ადრე თუ გვიან, იმედია გვეღირსება.

„სრული ჩაკეტვაზე ვიტყვი იმას, რომ მგელი შეგჭამს თუ მგლის შვილი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ამით ქაოსამდე მივალთ, ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან, ყველას ჰგონია, რომ პური თუ აქვს, ეს შიმშილობა არაა, ადამიანს ვიტამინების სახით უამრავი ნივთიერება სჭირდება, რომლსაც თუ არ მიიღებს, ავიტამინოზი დაემართება.

„ამიტომ, თუ ადამიანებს ხელფასი და სრულფასოვანი საკვები არ ექნება, ეს სრულ ქაოსს გამოუწვევს და ეს ყველაფერი რითი დამთავრდება, კაცმა არ იცის. ქვეყანა თუ ეკონომიკით ძლიერი არ აიქნება, ის ვერ იმუშავებს და ადამიანებს იგივე სამედიცინო დახმარებას ვერ გაუწევს.

„ამ ეტაპზე სრული დაკეტვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, როცა კარგად ვიყავით, მაშინ რა მოხდა და წარმომიდგენია ახლა რა იქნება. წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს შეეხება, თუნდაც ექიმებს, რომლებიც მაინცდამაინც ამ კოვიდში არ არიან ჩართულები, სხვა პაციენტები ექიმთან ხომ უნდა მივიდნენ? იმ პაციენტებს რას ვუშვრებით, რომლებსაც კოვიდის გარეშე გულის უკმარისობა აქვთ და ქირურგიული სასწრაფო ჩარევა სჭირდება, სრული ჩაკეტვა არ გამოვა.

„შესაძლოა კიდევ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე გვიანია, მიტინგები მიმდინარეობს და რომელ თავდაცვაზეა ლაპარაკი, რამაც რაოდენობის მომატება გამოიწვია. მე არცერთ პარტიაში არ ვარ, არცერთ მხარეს არ ვიჭერ, ექიმი ვარ და ჩემთვის ყველა პაციენტი ერთია, მაგრამ ადამიანები პირბადის გარეშე ახლო-ახლო ჩახუტებულები დგანან, როცა ასეთი ძლიერი გადადების მქონე ვირუსია მოდებული, იქ უკვე რომელ შეზღუდვებზეა საუბარი.

„მიმაჩნია, რომ დღეს შეზღუდვები დიდ შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა პატარა შედეგი იყოს, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანაში ვაქცინის დროულად მიწოდებაზე უნდა ვიფიქროთ."- განაცხადა ხმალაძემ.

კორონავირუსის პრევენვიის მიზნით, იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. 22:00 საათის შემდეგ კი, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებიან.

მანამდე ამოქმედებული შეზღუდვეით, ქვეყნის დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვანო   (24.11.2020)
ხელისუფლებავ, ვაი ჩვენს პატრონს თქვენ ხელში.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×