ია აბულაშვილი
22.11.2020

„შეზღუდვების მასშტაბი გაფართოვდება, მაგრამ არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს. სავარაუდოდ, შეეხება დიდ სავაჭრო ცენტრებს. ტრანპორტის შეზღუდვაზე ინფორმაციას არ ვფლობ. რამდენადაც ვიცი, მიდის ამაზე მსჯელობა“, - აცხადებს „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი ლადო კახაძე ქვეყანაში ეპიდვითარების გართულებასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 ნოემბრიდან, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიასთან ბრძოლის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, მათ შორის შეიზღუდება ტრანსპორტით გადაადგილება.

„სრულილოქდაუნი" არ იქნება, მაგრამ შეზღუდვების მასშტაბი გაფრთოვდება - ეს შემიძლია დაგიდასტუროდ. შეზღუდვები არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს. სავარაუდოდ, შეეხება დიდ სავაჭრო ცენტრებს, მოლებს. ტრანსპორტის შეზუდვაზე ჯერ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა მიდის ამაზე მსჯელობა.

„ეს შეზღუდვებიც გამოწვეულია იმით, რომ დაავადება სწრაფად ვრცელდება და ეპიდვითარება რთულდება, 4000 ათასამდე ავედით და  მომდევნო დღეებში ალბათ უფრო მეტი იქნება. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს. თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, თითოეულ ადამიანს თითო პოლიციელს ხომ ვერ დავუყენებთ...

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცეებს ეს აწყობთ, რომ ქვეყანაში კრიზისი შეიქმნას. ვერ გავიგე, ეპიდემიის გვერდით დგანან, სიკვდილის გვერდით დგანან? როგორ შეიძლება ამ თემით ვაჭრობა. ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში, როგორი შეზღუდვებია ევროპაში და აშშ-ში. ისრაელში 1000 მეტრის დაშორებით ვერ გახვალ სახლიდნ.  

„თუ ერთიანობა არ გვექნება, ავადმყფობა გაიმარჯვებს. მე პირველ რიგში ექიმი ვარ და შემდეგ პოლიტიკოსი. თუ ჩემს რჩევებს არ გაითვალისწინებენ, კი, ბატონო, ერთი ლადო კახაძე რას ვიზამ.  იარონ თავის ჭკუაზე, აგერ წყალი და აგერ მეწყერი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
მარინა   (23.11.2020)
სახლში მშიერს რომ დამტოვებენ და უმუშევარს უკეთესი იქნება?კორონა არ კლავს და შიმშილი კი,კახაძეს 7000 ლარი აქვს ხელფასი და რა ენაღვლება? სულგაყიდული ექიმ-პოლიტიკოსი

პაატა   (23.11.2020)
ვინც ამ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებთ, თქვენი დედის მუტელი მოვტყან ყველასი!

პეტრე   (23.11.2020)
გრიპზე ვაქცინაცია, რატომ არ ჩაატარეთ, ხალხის ჯანმრთელობაზე მზრუნველებო, რატომ ხმას არავინ იღებთ ამაზე, მთავრობა, ოპოზიცია, მუშკეტერებო...

ბაჩანა   (22.11.2020)
მოლები ყველაზე მოწესრუგებული არიან, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?

თეოდოროსი   (22.11.2020)
გაუზარდეთ ხალხს პენსიები 1000 ლარით მაინც! 200 ლარიანი კომპენსაცია თქვენ გეყოფათ,როგორ ფიქრობთ ?!

ნათია   (22.11.2020)
ევროპაში ხალხზე ზრუნავენ,ჩვენ რა გვეშველება, კომპესაციტ მაინც დაგვეხმარეტ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×