თამთა ჩაჩანიძე
22.11.2020

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა საარჩევნო უბანზე ხმები უკვე დათვალა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით, 17-ივე ოლქში „ქართულმა ოცმებამ" გაიმარჯვა, ამ შედეგების თანახმად კი პარლამეტში „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" 90 მანდატი აქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" - 36, „ევროპულ საქართველოს" - 5, 4-4 მანდატი ერგოთ „სტრატეგია აღმაშენებელს", „ლელო საქართველოსთვის", „პატრიოტთა ალიანსსა" და „გირჩს", ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს" - 2, ხოლო „ლეიბრისტულ პარტიას" - 1.

როგორც მოსალოდნელი იყო, კორონავირუსის პანდემიისა და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მეორე ტურში ამომრჩევლის საკმაოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა - 26.29%. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში იყო - 39,29% დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში, 20.04%.

ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ხმების დათვლის პროცესში, ზოგიერთი კანდიდატის მონაცემებზე ხმების 100%-ზე მეტი ჰქონდა. ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგანგებო განცხადება გააკეთა - მათი ცნობით, სამუშაო პროცესში ადგილი ჰქონდა ან ტექნიკური ხარვეზს, ან რაიმე სახის გარე ჩარევას.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 15 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მეორე ტურში 100-ზე მეტი დარღვევაზეა საუბარი.

„ჩვენ გავეცანით საია-ს ანგარიშს. როგორც სამგორის, ასევე კრწანისის ორ უბანთან დაკავშირებით იყო დაწერილი საჩივარი. სავარაუდოდ, საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ამ ორ უბანთან დაკავშირებით იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული საჩივრები.

„საია-ს აღნიშნული აქვს, რომ შესაბამისი ხარვეზები მათი შენიშვნების საფუძველზე აღმოიფხვრა ადგილზე და ასევე აღნიშნულია მათ ანგარიშში, რომ ხარვეზები ეხება ცალკეულ უბნებს. მათი შეფასებით ეს ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის", - განაცხადა ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა.

რაც შეეხება საიას ანგარიშს მეორე ტურის დასრულებისას 20:00 საათის მონაცემებით, 100-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა, რომლებიც ძირითადადკენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს ეხება.

მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურში შედეგები ასე გადანაწილდა:

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები: „ქართული ოცნება", ბექა ოდიშარია - 91.57%, „ევროპული საქართველო", შალვა შავგულიძე - 8.43%;

ვაკის რაიონი: „ქართული ოცნება", ნოდარ ტურძელაძე - 93.72%, „ევროპული საქართველო", ელენე ხოშტარია - 6.28%;

საბურთალოს რაიონი: „ქართული ოცნება", დავით სერგეენკო - 89.92%, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები", ალეკო ელისაშვილი - 10.08%;

ისნის რაიონი: „ქართული ოცნება", კახა კახიშვილი - 92.15%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", ხატია დეკანოიძე - 7.85%;

სამგორის რაიონი: „ქართული ოცნება", სოზარ სუბარი - 88.68%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", ლევან ხაბეიშვილი - 11.32%;

დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები: „ქართული ოცნება", გიორგი ვოლსკი - 89.95%, „გირჩი", ზურაბ ჯაფარიძე - 10.05%;

ნაძალადევის რაიონი: „ქართული ოცნება", მიხეილ ყაველაშვილი - 91.4; „ლეიბორისტული პარტია", შალვა ნათელაშვილი - 8.6%;

გლდანის რაიონი: „ქართული ოცნება", ლევან კობიაშვილი - 89.36%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", ნიკანორ მელია - 10.64%;

თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი: „ქართული ოცნება", ირაკლი ქადაგიშვილი - 89.67%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", გიორგი ბოტკოველი - 10.33%;

მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: „ქართული ოცნება", შალვა კერესელიძე - 93,23%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", ცეზარი ჩოჩელი - 7.75%;

რუსთავი, გარდაბანი: „ქართული ოცნება", ნინო ლაცაბიძე - 87.65%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", დავით კირკიტაძე - 12.35%;

ხაშური, ქარელი: „ქართული ოცნება", ზაალ დუგლაძე - 91.04%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", ნატო ჩხეიძე - 8.86%;

ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: „ქართული ოცნება", ბეჟან წაქაძე - 91.87%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", კახა გეწაძე - 8.13%;

ქუთაისი: „ქართული ოცნება", ზაზა ლომინაძე - 93.6%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", გრიგოლ ვაშაძე - 8.54%;

ზუგდიდი: „ქართული ოცნება", ირაკლი ჩიქოვანი - 94.06%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", მალხაზ ჯალაღონია - 5.94%;

ბათუმი: „ქართული ოცნება", რესან კონცელიძე - 88.47%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", ლევან ვარშალომიძე - 11.53%;

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: „ქართული ოცნება", ანზორ ბოლქვაძე - 88.73%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", მიშა ბოლქვაძე - 11.27%.

რაც შეეხება პირველ ტურს, აქ მაჟორიტარულ ნაწილში 13-ივე მანდატი ასევე „ქართულ ოცნებამ" მოიპოვა.

ოპოზიცია ამ მონაცემებით პარლამენტში შესვლას არ აპირებს, კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×