მარიკა ხორავა
21.11.2020

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ, ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. რა შეიძლება იყოს „რაღაც საშუალო" ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოთხოვნებს შორის? ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეს „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სავარაუდოდ რაღაც გადაწყვეტილება უკვე მომწიფებულია.

„კომპრომისის წერტილი არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ეტყობა შიგნით მაინც რაღაც საკითხები არის მომწიფებული. გარეთ რაც არის გამოტანილი, ეს ხელახალი არჩევნებია გაზაფხულზე ან მოგვიანებით. თუმცა, ხელისუფლების არგუმენტიც მიმაჩნია, რომ არის ქმედითი. კერძოდ, ხელახალ არჩევნებს საფუძველი უნდა. ეს საფუძველი დღეს რა შეიძლება იყოს, ძნელია ამის თქმა. ასეთი საფუძველი შეიძლება კრიზისი იყოს, რომელიც ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის, ან მთავრობის დაუმტიცებლობის გამო იქმნება.

„ამას ხელოვნურად თუ შექმნის მმართველი გუნდი და არ დაამტკიცებს, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ახალი არჩევნებისთვის საფუძველი იქნება. ხელოვნურად ამის შექმნა პარტიების კანონთან ურთიერთობის მხრივ ცუდ შთაბეჭდილებას შექმნის. ერთი პარტიაა, მისი აღმასრულებელი ჯგუფი მუშაობს და ახლა ამ ჯგუფს უნდობლობა გამოუცხადო, გაუგებარია; ან ამ ჯგუფის შემოთავაზებულ ბიუჯეტს - ეგეც მთლად გასაგები ვერ არის. ხელოვნური ნაბიჯები თუ გადაიდგმება, თორემ თავისთავად მოვლენების ბუნებრივი მიმართულებებით ხელახალი არჩევნების საფუძველი არ ჩანს", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორყლეონეს   (22.11.2020)
ოეეე ჭორყლეონე, შენ ნაც დედას შესცა მიშამ დღეში ხუთჯერ და შენ ნაც მამას დილაობით გვარამიამ, შუადღეზე მელაძემ და საღამოს გაბუნიამ.

ჭორლეონე   (21.11.2020)
რეზონანსი ოეეე, რა ტვინი მოტყანით ამ ყლის მოსაზრებებით, რამეს გიხდით? გააჯმევინეთ ამის ქოცი დედას შევთხარე რა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×