მარიკა ხორავა
20.11.2020

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს - ახლა ყველამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს. ეს აღქმული იყო, როგორც ოპოზიციის ბოიკოტის კრიტიკა, ამიტომ ოპოზიციაში გაღიზიანება გამოიწვია. შარშანდელისგან განსხვავებით, როცა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ელჩს უმძიმეს ბრალდებებს უყენებდნენ, ახლა ეს პარტია უფრო თავშეკავებული იყო. თუმცა ეს ბრალდებები გაიმეორა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ლობისტია.

„გერმანიის ელჩი ივანიშვილის პირადი ცნობილი ლობისტია, ის ასევე ესწრებოდა ჩვენი შვილების თვალების დათხრას პარლამენტის ფანჯრიდან. ჩათვალა, რომ ეს იყო დემოკრატიული. ამდენად მაგ კაცის განცხადებებზე კომენტარს ნუ მთხოვთ. მე ამ ბატონ ელჩს მივმართავ შეკითხვით - ჟვანია რომ იყოს გერმანიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გერმანიის ბიულეტენები ყუთებში რომ იყრებოდეს, როგორც ამას ჩათვლიან ხელისუფლების კომისიის წევრები, ოპოზიციურ პარტიებს რომ არ ჰყავდეთ კომისიის წევრი ლანდებში, შედეგები რომ გამოცხადდეს ისე, რომ არავითარი საჩივრები არ განიხილონ და არ გაითვალისწინონ, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილონ ოპოზიციის არც ერთი სამართლიანი მოთხოვნა, ამ შემთხვევაშიც იმავეს იტყოდა ბატონი ელჩი? ეტყოდა თავის დეპუტატებს, შედით ბუნდესტაგში? ეს ხომ გამორიცხულია. გერმანიაში რევოლუცია მოხდებოდა. ამიტომ, სხვა სხვის საქმეში ბრძენიას პრინციპისგან სჯობია ზოგიერთმა მეგობარმა თავი შეიკავოს", - ამბობს ნათელაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი უფრო თავშეკავებული იყო, თქვა, რომ გერმანიის ელჩის გზავნილის ადრესატი ხელისუფლებაცაა.

„ვეთანხმებით, რომ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ახლა ყოველ დღეს და საათს მნიშვნელობა აქვს. იმედია, რომ ხელისუფლება აცნობიერებს ამ გზავნილს, რადგან ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის", - თქვა უდუმაშვილმა.

„როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ჩიხში არ ვართ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ ბოლომდე მისულები. ამ დროს რომ საუბრები მხოლოდ წარსულზე მიმდინარეობდეს, გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს უბრალოდ დროს აკარგვინებენ. მნიშვნელოვანია, რომ ის თემები, რომლებზეც მიდის საუბარი, დარჩეს კანონმდებლობის ფარგლებში. ქვეყანაში კონსტიტუცია არსებობს არა იმისთვის, რომ ყველა ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში რაღაც ახალი მოიგონო, არამედ იმისთვის, რომ მის ჩარჩოებში დარჩე და იქ მოძებნო გამოსავალი.

„ვხედავთ, რომ პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, რომ არ თანამშრომლობენ, ერთმანეთს მტრებად განიხილავენ იმის მაგივრად, რომ პარტნიორები იყვნენ დემოკრატიულ პროცესში. მე მგონია, რომ ამის გამო ერთეულ პიროვნებებს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებებს სხვადასხვა წვლილი მიუძღვით ამ განვითარებაში. ეს უფრო არის პროცესი, რომელსაც თავისი გარკვეული დინამიკა აქვს, რომელიც ბევრს თითქოს არც სურს, მაგრამ ეს პროცესი თითქმის ავტომატურად მიმდინარეობს თუ მისი შეჩერება არ ხდება. მგონია, რომ ამ არჩევნებს პოლარიზებაში წვლილი არ შეუტანია, რადგან ეს არჩევნები ჩატარდა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ყველა პარტიის დიალოგის საფუძველზე ერთხმად იქნა მიღებული, ანუ მიღწეულ იქნა კონსენსუსი.

„ეს იყო საარჩევნო სისტემა, რომელმაც საგრძნობლად მეტ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. ეს არის ეფექტი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლარიზაციას და რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიების მანდატების წილი საგრძნობლად გაიზარდა. მე მგონია, რომ ამით უფრო პლურალისტული და გაწონასწორებული პარლამენტი იქნება, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს პოლიტიკურ მიმდინარეობებს საქართველოში", - განაცხადა ქნიშრმა „ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
1234   (21.11.2020)
ქართველებმა უნდა ვისწავლოთ როგორ არ უნდა ვიაზროვნოთ მაქსიმალისტურად. დედამიწა საქართველოს და მისი ინტერესების გარშემო არ ტრიალებს და არც არასოდეს იტრიალებს. გერმანია ან ამერიკა თუ რაღაცაში გეხმარება არ ნიშნავს რომ მათი ინტერესები სრულად ემთხვევა საქართველოს ინტერესებს. ბუშს რომ საქართველოს გულისთვის რუსეთთან ომი სდომებოდა, გერმანია ან საფრანგეთი არაფერში სჭირდებოდა. ბრმად არც არავის არ უნდა დაუჯერო, მაგრამ არც გინება და ფურთხება არ უნდა დაიწყო. პატარა ქვეყანა ხარ და იმიტომ და ისევ მათი კეთილი ნება გჭირდება რომ კარებში არ გაიჭყილიტო! შტაინმაერმა და კონდოლიზამ კარგად იცოდნენ შედეგი რა იქნებოდა და რჩევა მისცეს ავანტურისტს რომ თავისი ქვეყნისთვის კატასტროფა აეცილებინა. ეხლა გინდა გერმანიას დააბრალე და გინდა ამერიკას ქართული კვალის ძირძველი ქართული მიწებიდან წაშლა და უმრავი ქართული ოჯახის ტრაგედია და ქვეყნის კატასტროფა. ავანტურისტს და ბრიყვს რომ დაეჯერებინა მათთვის ვინც წყვეტს მსოფლიოს ბედს, საქართველოს შეეძლო ომი წაეგო, მაგრამ კატასტროფა თავიდან აეცილებინა, და ქვეყნისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი დაეტოვებინა. აგერ გვერდით, ბევრად ნაკლებად განათლებულმა და მხოლოდ ერთი ენის მცოდნე ფაშინიამა სააკას და მის სექტას აჩვენა როგორ უნდა იქციოდეს პატარა ქვეყნის ჭკვიანი ლიდერი. ომი წააგო, მაგრამ ქვეყანას სრული კატასტროფა ააცილა და შანსი დაუტოვა რომ მომავალი ომი მოიგოს. სააკამ რა დაუტოვა ქვეყანას? სრული განადგურება სამაჩაბლოში და აფხაზეთში.

პეტრე   (21.11.2020)
საქართველოს ნატოში მიღების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, ბუქარესტის 2008-წლის სამმიტზე, აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი, იყო ინიციატორი საქართველოს გაწევრიანების, თხოვდა ევროპელ ლიდერებს მხარი დაეჭირათ საქართველოს გაწევრიანებისთვის, პირველი გერმანიამ სტკიცა უარი, ეხლაც ეგენი არიან უარზე და ვეფეროთ რამდენიც გინდათ, არ გადის მოფერება, დიახ ეს იყო 2008-წლის გაზაფხული, შემდეგ იყო კოსოვო, შემდეგ 2008-წლის აგვისტოს ომი...

1234   (21.11.2020)
ამ ჩვენმა ოპოზიციამ ისიც კი ვერ ისწავლა რომ დასავლეთის ელჩები წარმოადგენენ თავიანტი ქვეყნების პოზიციებს და არა საკუთარს. გერმანიის ელჩის პოზიციაა გერმანიის პოზიციაა. მოგწონს თუ არ მოგწონს, თუ პასუხისმგებლიანი და საღად მოაზროვნე ხარ და ქვეყნის ბედი გინდა ხალხმა ჩაგაბაროს, უნდა გაითვალისწინო. გინება მაინც არ უნდა დაუწყო. გერმანია ევროკავშირის და ნატოს ერთერთი ლიდერი სახელმწიფოა. თუ არ გაითვალისწინებ და გინებას დაუწყებ, გერმანიას ამით არაფერი დააკლდება, შენს სამშობლოს ინტერესებს კი დააზიანებ. რუსეთი ან სხვა აგრესორი რომ კიდევ შემოგიტივს, ისევ გერმანიამ, აშშ-მ და საფრანგეთმა უნდა შემოატრიალოს კისერი და სიტყვით მაინც უნდა დაგიცვას. სააკაშვილმა და მისმა სექტამ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ეს მიუხედავად 2008 წლის მწარე გამოცდილებისა. ფეხებზე დაიკიდეს შტაინმაირის რჩევები და პრორუსი უძახეს. შედეგად სრულად დააკარგვინეს ქვეყანას სამაჩაბლო და აფხაზეთი. როგიო საუბარით და გინებით მხოლოდ შენს სამშობლოს აზიანებ.

ბაჩანა   (20.11.2020)
ეგ ელჩი პრორუსი ყლეა

1234   (20.11.2020)
ნათელას ადგილი დუშეთის შარაგზაა ხალხის გასართობად და არა პარლამენტი. თუ არ შევა ნუ შევა. კოვიდს მიხედეთ. ანალოგებს რომ ავლებს, რითია თავად ჟვანიაზე უკეთესი?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×