
„რეზონანსს" ახლახან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ცნობილი პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია დაუკავშირდა, ამბობს, რომ ჯანმრთელობის სიტუაცია დაუმძიმდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, დედასთან ერთად შაბათიდან რუხის კოვიდ ცენტრში იმყოფება, დაუდგინდა კორონავირუსი და მარჯვენა ფილტვის ანთება. ოჯახი და ახლობლები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ სასწრაფოდ ის და მისი დედა თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანონ.
„ძალიან მძიმედაა სიტუაცია, ვირუსი ვერ შეჩერდა, ვერ ვდგები, ჟანგბადის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მჭირდება, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს. ჩემი სიცოცხლე რეალურად გადასხმებზეა დამოკიდებული, აქ ელემენტარული რაღაცეები არაა, თან ექიმები ნახევარი ცუდად გახდა, დედაჩემი უკეთ გახდა, ცოტა ხანში გაწერენ, რაც შეეხება ჩემს სიტუაციას თუ ხვალამდე არ გადამიყვანენ, შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს," - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".