თამთა ჩაჩანიძე
18.11.2020

„ოპოზიციამ, ჩემი აზრით, პარლამენტში შესვლაზე თამხმობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა განაცხადოს, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა და განაცხადებს, რომ ის ვადამდელ არჩევნებს წმინდა პროპორციული სახით 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს ჩაატარებს", - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეუთო/ოდირის დასკვნასა და აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ქართული ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმაო აცხადებს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული იყო ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტს, მათ განაცხადებაში პირდაპირი მოწოდებაა ოპოზიციისადმი: „მოვუწოდებთ მათ იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან - თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და განახორციელოთ ცვლილებები".

როგორც ამ განცხადებების შეფასებისას ჩიტაძემ განაცხადა, ოპოზიცია პარლამენტში იმ შემთხვევაში უნდა შევიდეს, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა და 2024 წლის ნაცვლად წმინდა პროპორციულ არჩევნებს 2022 წელს ჩაატარებს.

„ოპოზიცია და მთლიანად ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია. ჩემი აზრით, ეუთო/ოდირის დასკვნაზე უფრო მეტი წონა „ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა" და „ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ გაკეთებულ განცხადებებს აქვთ, იმიტომ, რომ ეუთოს მისია საქართველოში 2-3 დღით იქნა მივლენილი, ისინი სხვადასხვა საარჩევნო უბნებს ეწვივნენ და შემდგომში გაემგზავრნენ. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი საქართველოში და არა მხოლოდ საქრათველოში ყოველდღიურ საქმიანობას ეწევიან, უფრო მეტად ინფორმირებულები და შეიძლება ითქვას, უფრო მეტად კომპეტენტურებიც არიან იმ სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენების აღწერისას, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში და სხვა ქვეყნებში.

„ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ დებატებს ადგილი ჰქონდეთ შენობებში და არა ქუჩაში, მაგრამ ხანდახან იძულებულია ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი, რომ ყველაფერი მშვიდობიანი აქციით გააპროტესტოს.

„პარლამენტში შესვლა შესაძლებელი იქნება, თუ, ვთქვათ, ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავა. პირადად ჩემი აზრით, გამოსავალი ისაა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, წმინდა პროპორციული წესით, 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს გაიმართოს, ელექტრონული ფორმით, ანუ ამ შემთხვევაში მხოლდ ჟვანიას პრობლემა არაა.

„ოპოზიციამ, ჩემი აზრით, პარლამენტში შესვლაზე თამხმობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა განაცხადოს, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა და განაცხადებს, რომ ის ვადამდელ არჩევნებს წმინდა პროპორციული სახით 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს ჩაატარებს და ამ ორი წლის განმავლობაში კი ყელაფრის დალაგება და დანერგვა მოხდება", - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×