თამთა ჩაჩანიძე
17.11.2020

„ახლა პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ ამომრჩევლის სიმპატია უნდა დაიმსახურონ და მათი გაღიზიანება სასურველი არაა და ვფიქრობ, რომ ამითაა გამოწვეული „ნაცმოძრაობის" იდეისგან მათი გამიჯვნა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია არჩერვნების მეორე ტურისას „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების" მოწყობის დაანონსებას და დანარჩენი ოპოზიციური პარტიების უარს ამაში მონაწილეობაზე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში უშუალოდ საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების" მოწყობა დააანონსა, რასაც პარტიების დიდი ნაწილი გაემიჯნა.

როგორც მუხაშავრია ამბობს, სამართლებრივი თვალსაზრისით პროტესტის ასეთ ფორმაში „არანაირი პრობლემა არაა", თუ ძალადობრივ ხასიათს არ მიიღებს.

„სამართლებრივად არანაირი პრობლემა არაა იმიტომ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების, შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლების ნაწილია. თუ ეს ძალადობრივ ხასიათს არ მიიღებს, სირცხვილის დერეფანი დასჯადი და სისხლის სამართლის დანაშაული არანაირად არაა.

„მე ვფიქრობ, რომ სწორია ამ მოსაზრებას ვინც გაემიჯნა. ეს მაინც იწვევს ასოციაციას, რომ აგრესიული და ძალადობრივი კამპანიაა მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს. ახლა პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ ამომრჩევლის სიმპატია უნდა დაიმსახურონ და მათი გაღიზიანება სასურველი არაა და ვფიქრობ, რომ ამითაა მათი გამიჯვნა გამოწვეული", - განაცხადა მუხაშავრიამ „რეზონანსთან საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×