თამთა ჩაჩანიძე
15.11.2020

14 ნოემბერის აქციაზე სხვადასხვა პლაკატების დარიგება წარწერით „მიშა ჩამოდი", „ვითხოვთ მიშას" და ა.შ. „ნაციონალური მოძღაობის" ინიციატივა იყო და ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული არ ყოფილა, - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„არა, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. რატომ უნდა შეეთანხმებინათ?! „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის მხარდამჭერებს ეს ფლაერები დააჭერინა და ჩვენ რა შუაში ვართ?!

„მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს , რომ ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს და სამწუხარო რეალობაა დღეს, რომ ივანიშვილი ყოფილ პრეზიდენტს დევნის, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც ვერ ჩამოდიან", - განაცხადა კაპანაძემ.

სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი „ტვ პირველის" ეთერში ოპოზიციის ლიდერებს შორის მწვავე დაპირისპირების საბაბი გახდა. ამ საკითხზე ერთმანეთს გიორგი ბარამიძე და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და ალეკო ელისაშვილისიტყვიარად დაუპირისპირდნენ.

როგორც კაპანაძე ამბობს, უთანხმოება მოხდა იმიტომ, რომ სააკაშვილის მიერ ამ თემის პერიოდულად წამოწევა „მომაბეზრებელი გახდა".

„უთახმოება იმაზე იყო, რომ სააკაშვილი პერიოდულად თვითონ წამოწევს ხოლმე თემას, რომ დამიძახეთ და ჩამოვალო და ეს დამოკიდებულება უკვე მომაბეზრებელი გახდა. თუ ჩამოსვლა უნდა, შეუძლია ჩამოვიდეს, თუ არა - არა, მაგრამ ეს პერიოდული გახსენება გაუგებრობას და უთანხმოებას იწვევს ხოლმე. მას უფლება აქვს, რომ ჩამოვიდეს როცა უნდა", - აღნიშნა კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×