
„ცხადია კალაძის განცხადება არარეალურია. ერთგვარი პროპაგანდისტული შეტყობინებაა, რომელსაც თავისი მიზანი აქვს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას დიპლომატების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრაზე ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, თუმცა მათ ამაზე უარი თქვეს და აღნიშნეს, რომ თბილისის მერის ეს განცხადება მოლაპარაკების ჩაშლას ნიშნავს.
„ოპოზიციის მთავარი არგუმენტია ის, რომ გასაჩივრების პროცესი ტენდენციურად მიმდინარეობს და აზრი ეკარგება. როდესაც ვნახე გაბათილებული ბიულეტენების სტატისტიკა, ამ შემთხვევაში ოპოზიციის არგუმენტი უფრო გასაგებია. თუკი ეს პროცესი სრულიად უსამართლოდს მიდის, თანამონაწილეობას აზრი ეკარგება. ახლა, როდესაც ცესკოს მიმართ ამხელა უნდობლობაა, ამ პირობებში ცესკოს სწორად გადათვლილი ბიულეტენებიც კი ვერ მოიპოვებდა ნდობას.
„კალაძის განცხადება ცოტა პროპაგანდისტულია. როდესაც პროცესი ვერ მიდის ისე, როგორც ხელისუფლებას სურს, ხელისუფლება პროგნოზირებს ოპოზიიციის ქცევას ან ხსნის - ეს სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილია. ამ შემთხვევაში სახელისუფლებო არგუმენტები ბევრად ნაკლებია. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ გარე შეფასებებით - ხელისუფლებისა და ცესკოს იმიჯით. თუ გავითვითვალისწინებთ, რა იმიჯით სარგებლობს ხელისუფლება, რამდენად არის ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუციები განვითარებული, ცესკოს რა იმიჯი აქვს და აქამდე როგორ „ისახელა" თავი, ამ გარემოებების მიხედვით ცხადია, რომ კალაძის განცხადება არარეალურია, ერთგვარი პროპაგანდისტულ შეტყობინებაა, რომელსაც თავისი მიზანი აქვს.
„ოპოზიცია და მმართველი პარტია ხომ თანხმდებიან, რომ ხმების ამგვარი დათვლის და გადათვლის პირობებში ჭეშმარიტების მიღწევა გაუჭირდებათ. ცესკო თავის მაჩვენებელს პრაქტილუად არ ცვლის და გამოდის, რომ ყველაფერი იდეალურად დაითვალა. ხელახალი გადათვლის გაპროტესტების შემთხვევაში ოპოზიციისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია.
„ჩვენ ვხედით ოქმებს, რომელსაც ფოტოებს უღებდნენ და ავრცელებდნენ. იქ ვნახეთ რიცხვები როგორ იყო შესწორებული და დაანგარიშებული. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ოპოზიციის რწმენა ცესკოს მიმართ დაბალი იყო. ისინი უბრალოდ პროცედურულად ასაჩივრებდნენ ოქმებს", - განაცხადა გამზარდიამ.