მარიკა ხორავა
12.11.2020

ოპოზიცია იბრძვის ძალაუფლებისათვის, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში ერევა, მათთან შეუძლებელია მოლაპარაკება, თუმცა პოლიტიკაში არსებობს გზა ამ ძალებთან საერთო ენის გამონახვის - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესაძლო დიალოგს.

იგორ კვესელავა: ზოგადად პოლიტიკაში არის გზა - ბრძოლის, ომის და დიპლომატიის. საომარი სიტუაციაა, როცა ქვეყნები ერთმანეთს ებრძვიან. ხოლო არის სიტუაცია, როცა ოპოზიციაც თავისებური ბრძოლით იბრძვის. ოპოზიცია იბრძვის ძალაუფლებისათვის. ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში ერევა, მათთან შეუძლებელია მოლაპარაკება. თუმცა, პოლიტიკაში არსებობს გზა, ამ ძალებთან საერთო ენის გამონახვის. ამ საკითხში ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ქართველი პატრიოტები უნდა ჩაერიონ. ორივე მხარე პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული უნდა იყოს. რაღაც გზა უნდა მოძებნონ. გზა იძებნება, როცა ორივე მხარე მზად არის. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" დიალოგისთვის მზად არის. მთავარია რას იზამს ოპოზიცია - ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი, რა პოზიციაზე დადგება ამ დილაოგში, რომ ჩაერთოს. ბუნებრივია, აქ მიდის პოლიტიკური ვაჭრობა - გაამწვავე ურთიერთობა, მოითხოვე ბევრი და მაშინ რაღაცას უფრო მეტს მიიღებ. თუ არაფერს არ მოითხოვ ვერაფერს მიიღებ. ხელისუფლებისგან თუ უფრო მეტს მოითხოვ, უფრო მეტს მიიღებ. ოპოზიცია თავისი გამოსვლებით, თავისი მოქმედებებით ცდილობს ხელისუფლებას მეტი წაგლიჯოს, მეტი გამოართვას, ან ჩამოართვას, რადგან მეტი უფლებები ჰქონდეთ. თავისთავად ოპოზიციას ურჩევნია ქუჩაში იყოს. საქმე ქუჩიდან წარმართოს. ოპოზიცია ქუჩაშიც და პარლამენტშიც იბრძვის. ამ შემთხვევაში გარკვეუწილად მას უფრო მეტი მეთოდი აქვთ. ორივე მხრივ, შეუძლია იბრძოლოს. ბუნებრივია ხელისუფლება ამის გაკეთებას პარლამენტის გზით ცდილობს. ახლა არ ეცდება ოპოზიციას დაუპირისპიროს თავისი მიტინგები და თავისი გამოსვლები. საქართველოში არის ხელისუფლების პოლიტიკური ძალები და ჭრელი ოპოზიცია. ამ ორმა ძალამ ერთმანეთში კომპრომის უნდა მიაღწიოს. თუ ოპოზიცია კომპრომისზე არ წავიდა თვითონ წააგებს. ისინი ფაქტიურად დამარცხებულნი არიან - მილიონმა კაცმა „ოცნებას" მხარიდაუჭირა. ახალი გადათვლები მიდის, მაგარამ ეს არაფერს არ ცვლის. მათთვის უფრო უარესიც შეიძლება გამოდგეს. ერთ მხარეს, მილიონი კაცი დგას.

„რ": როგორ შეაფასებდით მაიკ პომპეოს ჩამოსვლას საქართველოში და შესაძლებელია თუ არა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს?

ი.გ: ინფორმაცია მაქვს, რომ გარკვეული ძალები და ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობას აპირებენ. ვისურვებდი, რომ მოწინაღმდეგეებმა ერთმანეთს ქვის სროლა, რადგან პოლიტიკაში მთავარია შედეგი. გარკვეულწილად მათ რაღაცას უნდა მიაღწიონ. არ შეიძლება მთავრობა დათმობაზე წავიდეს. აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. შეცდომა იქნება დღეს თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა. მთავრობის გადადგომის მიზეზები უნდა მოიძებნოს. ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებას თანდათანობით გამოგლიჯოს დათმობები, რაც მეტს მისცემ მერე მეტ მოთხოვნებს წამოაყენებენ. ვფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ გზაზე არც ერთ ვარიანტში არ უნდა წავიდეს. ჩვენი ქვეყნისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელახალი არჩევნების ჩატარება. პანდემიის პირობებში დამატებითი არჩევნების ჩატარება უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა, მაშინ - საერთაოშორისო საზოგადოება, სახელმწიფოები და გაერთიანებები რას იტყვიან. მათ სცნეს არჩევნების შედეგები და აღიარეს, რომ საქართველოში ნაკლოვანებების მიუხედავად არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციის ყოველ დაძახებაზე ხელისუფლებამ თუ რყევა დაიწყო, მაშინ ის საზოგადოებაში ავტორიტეტს დაკარგავს. ჩვენი ოპოზიცია, რომ თხოულობს ხელისუფლებაში მოსვლას ყველანაირი საშუალები, თუნდაც სახელმწიფოს გადატრიალებით ეს უნდა აილაგმოს. ხელისუფლება მტკიცედ უნდა იყოს და მგონი თავის სიმაღლეზე დგას. მივესალმები, პომპეოს ჩამოსვლას. ის შუამავლად უნდა ჩამოვიდეს. ოპოზიციისა და პოზიციის მომრიგებელი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ამერიკა არჩევნების მიმართ თანაგრძნობას ჩამოიტანს. ის საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად ჩამოდის და არა ოპოზიციის. ისმმართველ პარტიას მხარს უჭერს. ეს ოპოზიციისთვის გზავნილი უნდა იყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×