ია აბულაშვილი
11.11.2020

„ვფიქრობ, რომ ეს არის პირადად მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება, რაც ძალიან რთული განსახორციელებელია, რადგან ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ხელსუფლების გადაბარებას. სჯობს სიტუაციის განსამუხტად სხვა კომპრომისი მოიძებნოს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარკების მაგიდასთან პირადად დაჯდეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„ჩვენ არ შევალთ ამ პარლამენტში, ეს პარლამენტი არ შევა იქ, რადგან ჩვენ იქ არ შევუშვებთ, ქართველი ხალხი არ შეუშვებს, მე ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. მოლაპარაკება უნდა შედგეს, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და არა ვიღაც „ჭე“ კლასის ტიპი, რომ მოხდეს ხელისუთფლების მშვიდობიანი გადასვლა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ არ შეუშვებს „ოცნებას“ პალამენტში, ვფიქრობ, რომ მისი პირადი მოსაზრებაა და რადიკალური მიმართულებით მიდის. ეს ვერ მოხდება, რადგან სხვაგან ჩაატარებენ პარლამენტის პირველ სხდომას. თანაც ხალხის მიერ ალყაშემორტყმული პარლამენტი არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. 

„რაც შეეხება დიალოგთან დაკავშირებით გაკეთებულ მის განცხადებას, ვფიქრობ, რომ ესეც მისი პირადი მოსაზრებაა - იგულისხმა ივანიშვილი, რადგან წონიანი ფიგურაა. მაგრამ ივანიშვილი არ აპირებს ხელისუფლების გადაბარებას და ეს რთული განსახორციელებელი იქნება. 

„ჩემი აზრით, საჭიროა სხვა კომპომისის მოძებნა. ორივე მხარე უნდა დასხდეს მოლაპარკების მაგიდასთან. მოლაპარაკების დროს  სხვა საკითხებთან ერთად შეიძლება დაისვას ვადამდელი არჩევნების საკითხიც, რომელიც ორი წლის შემდეგ ჩატარდება. სხვა შემთხვევაში სულ იქნება ეს გაუთავებელი დაპირისპირება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×