ქრისტინე კაპანაძე
10.11.2020

„აზრთას ხვადასხვაობა ალბათ არსებობს და უნდა არსებობდეს კიდეც ისევე, როგორც ოჯახის შიგნით არსებობს უთანხმოება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე. ამიტომ არ გამოვრციხავ, შეიძლება იყოს, შეიძლება - არა. დაველოდოთ სხვა განცხადებებსაც", - ასე აფასებს ექპერტი ნიკა ჩიტაძე „ნაცმოძრაობის" შიგნით განხეთქილების შესაძლო არსებობას.

სამშაბათს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანისა და ქუჩის „ნებისმიერი დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით" ჩანაცვლებისკენ მოუწოდა, რამაც ოპოზიციაში და თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც" დაბნეულობა გამოიწვია.

„ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ვაშაძის განცხადება არ იყო შეთანხმებული პარტიის პოლიტსაბჭოსთან და რომ ამ თემაზე „ნაცმოძრაობა" ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართვა შესაძლოა გრიგოლ ვაშაძის პირადი აზრია, რომელიც საკუთარი სახელით გაავრცელა და არა პარტიის სახელით.

„ალბათ ბატონი გრიგოლი ახსნის, თუ რატომ გააკეთა ასეთი განცხადება და ოპოზიცია ამას განიხილავს. შეიძლება უბრალოდ ვაშაძემ პარტიის სახელით არ გააკეთა ეს განცხადება და თავისი პირადი აზრი დააფიქსირა. შეიძლება მას ჰქონდა კონსულტაციები საერთაშორისო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

„ვფიქრობ სააკაშვილს არ ექნებოდა ამ თემასთან კავშირი, რადგან ბატონი მიხეილი უფრო რადიკალურ პოზიციაზე იდგება და იქნება თუნდაც პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა ვაშაძე ემხრობოდეს იდეას, რომ ქუჩის აქციების პარალელურად დაიწყოს მოლაპარაკებები, რადგან ალბათ ის იზიარებს დასავლური მხარის მოსაზრებებს დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ უმჯობესია ეს საკითხები მართლაც პარლამენტში გადაწყდეს და ბატონი გრიგოლი თვითონ განაცხადებს ალბათ რა იყო ამის მიზეზები და აზრთას ხვადასხვაობა შეიძლება არსებობს. უნდა არებობდეს კიდეც ისევე, როგორც ოჯახის შიგნით არსებობს უთანხმოება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე. ამიტომ შეიძლება იყოს უთანხმოება დაველოდოთ სხვა განცხადებებსაც,"- ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

„ნაცმოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით კი ვაშაძის განცხადება არც პარტიასთან და არც პოლიტსაბჭოსთან არ იყო შეთანხმებული.

„სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე", - წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქის" გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×