მარიკა ხორავა
10.11.2020

გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებდა. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთხმად განაცხადეს უარი მანდატებზე, თუმცა, სამშაბათს „ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაიტანოს და რომ ქუჩა უნდა ჩანაცვლდეს „ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით".

რამ მოახდინა გავლენა „ნაცმოძრაობის" მიერ პოზიციის შეცვლაზე? ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას აზრით, ამის მთავარი მიზეზები იყო ერთის მხრივ თავად ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომები და მეორეს მხრივ, დასავლელი პარტნიურებისა და საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილის მხრიდან ოპოზიციის არასაკმარისი მხარდაჭერა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ძალიან ბევრ რამეში მართალია და პროტესტს აცხადებს. მას არც შიდა მხარდაჭერა და არც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა არ აქვს. ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის არათანმიმდვრულობის კუთხით. თუმცა, საერთაშორისო პარტნიორებისგანაც შენიშვნები მიიღო.

„საერთაშორისო ორგენიზაციები ცდილობდნენ პროცესები, რომელიც ჩვენთან მუდმივად ქუჩაში იმართება, პოლიტიკურ პროცესად აქციონ. მათ არ გამოხატეს საკმარისი მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ და არსებითად უფრო ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს. ხელისუფლების სამუშაო კრიტიკულად შეაფასეს, მაგრამ მისაღებად ჩათვალეს. საერთო ჯამში ყველზე გონივრულია გადაწყვეტილება მიიღეს.

„საქართველოში გარე ველის ეფექტი ვერ შეიქმნა, რადგან საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდათ. ამიტომაც, თავისთავად ჯობია პროცესი საპარლამენტო სივრცეში გადავიდეს.

„მთლიანობაში ამ დიალოგის მიზანი უნდა იყოს, რომ საქმიანობა საპარლამენტო სივრცეში გადავიდეს და ქუჩა პროცესის ნაწილი არ იქნება. მეორე მხრივ, თუ უფრო გონივრულად და პრაგმატულად მიუდგებიან, მხარეები რაღაც შეხების წერტილების პოვნას ეცდებიან.

„შეუძლებელია ლაპარაკი სახელმწიფოს შექმნაზე, თუ პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთის სიძულვილსა და მტრობას ვერ დაძლევენ. საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებაც თვლის, რომ დიალოგი უკეთესია. სახელმწიფოსთვის ჯობია, რომ ორივე მხარემ ისწავლოს ურთიერთობა, სახელმწიფო არ იყოს ერთი და იგივეს ადგილის ტკეპნის რეჟიმში. პროცესების იგივე დონეზე დაბრუნება, რაც დღეს გვაქვს, არასოდეს არის გვინ. დიალოგი კი საუკეთესო გადაწყვეტაა.

„ამ დიალოგის მოტივია ის, რომ კომუნიკაციის მართვა შეძლონ ოპოზიციამ და ხელისუფლებამაც. სახელმწიფოს სჭირდება უფრო პოლიტიკური პროცესი, ვიდრე ქუჩის პროცესი", - განაცხადა გამზარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×