ია აბულაშვილი
10.11.2020

„მე მგონია, რომ მათ ჰქონდათ დიალოგი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამან გატეხა მათში ეს ქუჩის პოლიტიკის სიყვარული და გეგმა შეცვალეს. მაგრამ მთავარი არის რას ეტყვიან სააკაშვილს. თუ ეს გადაწყვეტილება მასთან არ არის შეთანხმებული, მაშინ სააკაშვილთან ექნებათ რთული ლაპარაკი", - ასე ეხმაურება  პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის მოწოდებას ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ პროცესი მოლაპარკების მაგიდასთან გადაიტანონ.

„საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება. სახელმწიფო ოთხი უმწვავესი გამოწვევის წინაშეა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია, ამავე დროს უკიდურესად გამწვავებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში. 

„საქართველოში ეროვნული კონსოლიდაციის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისაკენ.

„მივმართავ ყველა პარტიას, სასწარაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალა მოვახმაროთ  სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. პირველ რიგში სამშობლო და შემდგე პოლიტიკა და პარტიული ინტერესები. გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავლის სასარგებლოდ“, - ასე მოუწოდა გრიგლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს.

„ოპოზიციის მოთხოვნები თავიდანვე იყო ჩიხური, ემოციურმა და დაუფიქრებელმა მოთხოვნებმა კი ისინი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში.  ამ ჩიხიდან გამოსავალი კი უკარნახეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. მემგონი მათ ჰქონდათ დიალოგი. ამ დიალოგმა გატეხა მათში ეს ქუჩის პოლიტიკის სიყვარული და შეცვალეს გეგმები. 

„იმედია დანარჩენ ნაბიჯებსაც ისე გადადგამენ, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამეა მოსალაპარაკებელი. მთავარია რას ეტყვიან სააკაშვილს, რადგან თუ ეს გადწყვტილება მასთან არ არ არის შეთანხმებული, სააკაშილთან ექნებათ რთული ლაპარკი“, - გაანცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×