თამთა ჩაჩანიძე
07.11.2020

„მთელი ოპოზიცია დარაზმულია, ყველა მუშაობს. ვფიქრობ, რომ 8 ნოემბერს ერთჯერადად საკმაო ხალხის გამოყვანას შეძლებენ, ხოლო ამას რამდენად პერმანენტულად შეძლებენ, ეს სხვა თემაა, გულწრფელად გითხრათ, არ მგონია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ კვირას დაანონსებულ აქციას.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დაანონსეს.

ძაბირაძის აზრით, პატარა ინციდენტების გარდა, აქციაზე არანაირი სახის დაპირისპირება და სიტუაციის დაძაბვა მოსალოდნელი არაა, რადგან ამისთვის მზად არავინაა.

„არ მგონია, რომ ოპოზიცია 8 ნოემბრის აქციაზე ასეთ ნაბიჯებზე წავიდეს. ოპოზიცია ეცდება, რომ შეკრება რაც შეიძლება მასიური და ხალხმრავალი იყოს, მაგრამ სიტუაციის დაძაბვას და მით უმეტეს იმას, რომ თემა როგორმე ხვალვე დაამთავროს, ამას ვფიქრობ რომ არ შეეცდება.

„იმიტომ, რომ ამისთვის მთლიანობაში მზად ჯერ არც საზოგადოებაა და არც ჩვენი მეგობარი ქვეყნები, არც ხელისუფლება და არც ოპოზიციაა, დღეს არავინ ამისთვის მზად არაა, შესაძლოა რაღაც ისეთი პატარა ინციდენტები იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული მოხდეს.

„მთელი ოპოზიცია დარაზმულია, ყველა მუშაობს. ვფიქრობ, რომ 8 ნოემბერს ერთჯერადად საკმაო ხალხის გამოყვანას შეძლებენ, ხოლო ამას რამდენად პერმანენტულად შეძლებენ, ეს სხვა თემაა. გულწრფელად გითხრათ, არ მგონია, რომ ხალხის გამოყვანა დიდი ხნის განმავლობაში შეძლონ, მაგრამ კვირისთვის ერთჯერადად საკმაო რაოდენობის ხალხს მოაგროვებენ", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×