თამთა ჩაჩანიძე
06.11.2020

„ეს ცუდი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის ბევრი იბრძოლა (განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის), თუმცა ამით არა მხოლოდ ეს ქვეყნები, არამედ ევროავშირის ყველა მოქალაქე წააგებს." - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომელიც შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების დროებით შეზღუდვას გულისხმობს.

ექსპერტისვე შეფასებით, დროებითი შეზღუდვაც გარკვეულ ქვეყნებში სერიოზულ პრობლემებს გააჩენს.

„ეს ცუდი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის ბევრი იბრძოლა, (განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის), თუმცა ამით არა მხოლოდ ეს ქვეყნები, არამედ ევროავშირის ყველა მოქალაქე წააგებს.

„ამ მოქალაქეებს თავისუფალი გადსაადგილების უფლება აქვთ, რომელიც ერთ-ერთი ყველზე დიდი მიღწევაა, რაც ევროკავშირის დაფუძნებიდან დღემდე იყო.

„მესმის რომ ეს თუნდაც დროებითია და ალბათ დიდი ხნით არ იქნება, მაგრამ ამას ძალიან ცუდი ეფექტი ექნება როგორც სამეზობლოში, ასევე ევროკიავშირის შიგნით, ასევე ამ (შენგენის ზონის) ქვეყნებშიც სერიოზულ პრობლემას გააჩენს იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი პლიუსი, რომელიც ბევრ რაღაცას აგვარებდა, ეკონომიკას, პოლიტიკას და ზოგადად ამაზე ბევრი რამაა მიბმული.

„ეს დამოკიდებულია იმაზე თუ საფრანგეთის ხელისუფლებას რამდენად სერიზული არგუმენტები ექნება, ანუ თუ მათ რაიმე ისეთი წინასწარი ინფორმაცია აქვთ, რომ (ტერაქტები) კიდევ მოსალოდნელია, მაშინ არაა გამორიცხული, შეთანხმდნენ იმაზე, რომ მიმოსვლა რაღაც დროის განმავლობაში შეაჩერონ.

„თუ ამაზე სხვა ქვეყნები არ წამოვიდნენ, ბოლო-ბოლო შესაძლოა თავისუფალი გადაადგილება გარკვეული ვადით თვითონ საფრანგეთმაც შეაჩეროს და მოგვიანებით აამუშავოს," - განაცხადა კაკაჩიამ.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საუბარია მხოლოდ დროებითი შეზღუდვაზე, რომელიც კონკრეტული პრობლემის მოგვარების შემდეგ, ავტომატურად მოიხსნება და ეს „შენგენის ზონის დასასრული არაა".

„თუ კანონმდებლობის მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გარკვეული გამონაკლისისა და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში ასეთი რამე მოიმოქმედოს, მაგრამ ეს სამუდამო არაა, ეს კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება და როცა დღის წესრიგში კონკრეტული პრობლემა მოგვარდება, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივად აღდგება, ანუ ეს შენგენის ზონის დასასრული ნამდვილად არაა.

„დროებითი შეზღუდვა შეაფერხებს იმას, რომ რეალურად სასაზღვრო კონტროლი რაღაც გარკვეული დროით აღდგება, ახლა თუ შესაძლებელია,რომ მაგალითად ბელგიიდან საფრანგეთში გადახვიდე ისე, რომ სასაზღვრო კონტროლი არ გაიარო, თუ საფრანგეთის ხელისუფლება რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, კონტროლი ამ პერიოდის განმავლობაში აღდგება, მერე ძველ ჩვეულებრივ სიტუაციას დაუბრუნდებიან," - განაცხადა ჩხიკვაძემ.

ამ იდეით პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმ ტერაქტების საპასუხოდ გამოვიდა, რომლებიც საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×