ია აბულაშვილი
20.10.2020

„ნათელაშვილს ყოველთვის მძაფრი დამოკიდებულება აქვს რეიტინგების მიმართ და ეს ემოციები აისახა სააკაშვილთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით გავრცელებულ რეიტინგებში აღმოჩნდა, რომ ნათელაშვილს არ აქვს საკმარისი წონა. აქედან გაჩნდა ეს განცხადება“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი უცხოეთის ფეშენებელური კურორტებიდან აგრძელებს ოპოზიციის ერთობის და პირველ რიგში „ლეიბორიტსული პარტიის“ წინააღმდეგ ბრძოლას.

„სააკაშვილმა ჩაშალა რეგიონებში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების იდეა. მან შეიტანა რღვევა თბილისში უკვე შეთანხმებულ კადიდატთა ერობლივ ფრონტში. მან ჩაწერა შვიდი ოლიგარქი ივანიშვილისგან გამოგზავნილი პარტიულ სიაში საკუთარ ლიდერებზე წინ, რომლებიც დაუყოვნებლივ გადავლენ ივანიშვილთან პარლამენტში შესვლის შემდეგ. მანვე განაცხადა, რომ თვითონ მარტო დააკომპლექტებს მომავალ მთავრობას ყოველგავრი მრავალპარტიულობის გარეშე“, - ასეთ განცხადებას აკეთებს შალვა ნათელაშვილი პარტნიორი პარტიის ლიდერის მისამართით, არჩევნებამდე 10 დღით ადრე.

„სააკაშვილისგან ეს ტენდენცია - რომ დაეშალა ეს თავყრილობა - გაუგებარი არ არის. თავყრილობა რომ შერჩენილიყო, სააკაშვილს მოუწევდა ბევრჯერ უკან დახევა, ამიტომ გადაწყვიტა ასეთი ნაბიჯის გადადგმა არა მარტო შალვა ნათელაშვილის მიმართ, არამედ ბევრის მიმართ. 

„სააკაშვილი პრაგმატული პერსონაა და მას ვალდებულების გრძნობა ხელს არ უშლის როცა პრაგმატული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ეს განცხადება კი გაჩნდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით გავრცელებულ რეიტინგებში აღმოჩნდა, რომ ნათელაშვილს არ აქვს საკმარისი წონა. 

„ნათელაშვილი ყოველთვის მტკივნეულად განიცდის რეიტინგებს. მახსოვს, ერთ-ერთმა მკვლევარმა მითხრა - კვლევებს აღარ ჩავატარებ, შალვა ნათელაშვილს დაბალი რეიტინგი გამოუვიდა და გამლანძღაო. ნათელაშვილის ეს ემოციები ახლა აისახა სააკაშივლის მიმართაც. როდესაც არა მხოლოდ ერთ კვლევაში, არამედ ყველა კვლევაში გაქვს დაბალი რეიტინგი, დამნაშავის ძიება გარეთ სასურველი არ არის, საკუთარი შეცდომები თვითონ უნდა გაანალიზო და მერე გახვიდე საბრძოლველად“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×