მარიკა ხორავა
20.10.2020

კორონავირუსის ეპიდემია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის აქტივობაზეც ამოხდენს გავლენას და ეს ფაქტორი მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმოქმედებს, - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

„ჩემი აზრით, შესაძლებელია ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 10-15% შემცირდეს. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში მოღვაწეობს თავისი რეგისტრაციის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ძალიან ბევრია რეგიონებიდან თბილისში ჩამოსული. მათ შეიძლება ისედაც პრობლემა ჰქონდეთ არჩევნების გამო. ერთი დღით თავიან მშობლიურ მხარეში ჩასვლა და იმავე დღეს უკან დაბრუნება უჭირთ. მითუმეტეს ამას ემატება კოვიდის პრობლემა, რომელმაც შესაძლებელია დამატებითი პრობლემები შექმნას.

„შექმნილი მდგომარეობა უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ თამაშობს, რადგან ხელისუფლება თავისი ადმინისტრაიული რესურსების გამოყენებით უფრო შეძლებს მომხრეების მობილიზებას და რეგიონებში ჩაყვანას. აგრეთვე, საჯარო მოხელეები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან, ბუნებრივია, არჩევნებზე მივლენ და ხმას მისცემენ.

„ხელისუფლება ტრანსპორტით უზრუნველყოფს თავისი ამომრჩევლების ჩაყვანას, რაც ოპოზიციას ცოტა გაუჭირდება, რადგან, როგორც ვიცით, შემოწირულობების 50%-ზე მეტი „ქართული ოცნებას" აქვს", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×