ქრისტინე კაპანაძე
19.10.2020

მთავარია მოხდეს შედარებით მსუბუქი და მძიმე პაციენტების განცალკევება მათთვის გამოყოფილ საარჩევნო უბნებზე. ცესკოს განცხადებას კოვიდინფიცირებულების განცალკევებულ საარჩევნო უბნებში მონაწილეობის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე აფასებენ. ცესკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფექციით დააავადებულთათვის ცალკე უბნები იქნება გამოყოფილი, რაც ჯანმრთელი ადამიანების მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.

„სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას. ნიშანდობლივია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არასაკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას," - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ირაკლი ხმალაძის შეფასებითეს გეგმა ბოლომდე უსაფრთხოარ არის, თუმცა სავარაუდოდ უკეთესი ვარიანტი არ იყო ვირუსით დაავადებული პაციენტების 31 ოქტომბრის არჩევნებში ჩართვისათვის.

„უსაფრთხო ამ ქვეყნად არაფერი არ არის. ბოლომდე ისიც არ ვიცით როგორ ხდება ამ ვირუსის გადაცემა. ისეთი ადამიანებიც ინფიცირდებიან, რომლებიც წესებსაც იცავენ და პირბადესაც სწორად ატარებენ. თქვენ წარმოიდგინეთ არა თუ კოვიდინცირებულების, არამედ სრულიად ჯანმრთელი ადამიანების შეკრებაც უკვე რისკია და ალბათ უბრალოდ სხვა უკეთესი ვარიანტი არ არსებობს და სწორედ ამიტომ იგეგმება დაინფიცირებულთა ასეთი ფორმით ჩართულობა არჩევნებში. გარკვეულწილად სწორი მიდგომაა, რომ ცალკე იქნებიან ეს ადამაინები, თუმცა ზოგადად მე, როგორც ექიმს, დაინფიცირებული ადამიანების ერთად შეკრება სწორად არ მიმაჩნია,"- ამბობს ირაკლი ხმალაძე.

რამაზ საყვარელიძის თქმით კი აღნიშნული ინიციატივა იდეალური არ არის, თუმცა უკეთესია ამ გეგმის განხორციელება, ვიდრე საერთოდ არ შესრულება.

„აქ მივდივარ საკითხთან, რომელიც კოვიდის გარეშეც აქტუალურია - მოცემული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საერთოდ გავა თუ არა საარჩევნო უბანზე ადამიანი. არა მხოლოდ აქ, მსოფლიოც ამ პრობლემის წინაშე დგას. შესაბამისად ამ ფონზე დაავადებულს რომ გარეთ გასვლა არ მოუნდეს, ეს გასაკვირი არ იქნება, მიუხედავად იმისა, ცალკეა ის თუ არა. ცალკე უბნები უფრო საშიშია იმათთვის ვისაც დაავადება არ აქვს, რადგან შეიძლება დაინფიცირების შიშით არ მივიდნენ არჩევნებზე.

„კარგი ისაა, რომ ამ უბნებს გადაკვეთა არ ექნებათ ჯანმრთელ ადამიანებთან . ეს დიდი შეღავათია, მაგრამ ეს ჯანმრთელი ადამიანები დღესაც ერიდებიან გარეთ გასვლას ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გამო და შესაძლოა მათ გაუჩნდეთ ეჭვი უშუალოდ არჩევნების დღეს, დაინფიცირებული ხომ არ არის მის სიახლოვეს, თუმცა შედარებითი ხელსშეწყობისათვის, რომ ადამიანები არჩევნებზე მივიდნენ, ეს მეთოდი კარგია, რათა საარჩევნო პროცესი არ ჩაიშალოს. სხვა მხრივ იდეალური არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე, მაგრამ ასეთი ღონისძიებების ჩატარება მაინც უკეთესი იქნება ვიდრე საერთოდ არ ჩატარება," - ამბობს საყვარელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×