რატომ აღიარებდა სააკაშვილის ხელისუფლება გარეჯის კონპლექსს აზერბაიჯანის ტერიტორიად
ქრისტინე კაპანაძე
15.10.2020

ყოველდღიურად დავით გარეჯის საქმეში ახალ-ახალი დეტალები იკვეთება. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასათვის ბრალის წაყენებისა და დაკავების კვალდაკვალ საზოგადოება საქმეზე დაკითხული მოწმეების სკანდალურ ჩვენებებს ეცნობა. ყოფილ პრემიერ მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს გამოძიებისათვის ახსნა-განმარტებების მიცემა იმ წერილისთვის მოუხდა, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლება დავით გარეჯის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებას აღიარებდა.

როგორც ირკვევა, 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხომაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, განხილული იქნა გარეჯის ძეგლების რესტავრაციიის საკითხი, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ, ყოველგვარი „თუ"-ს გარეშე ითქვა, რომ დავით გარეჯის სამი სალოცავი (ჩიჩხიტურის კოშკი, უდაბნოს მონასტერი და ბერთუბანი) აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა.

„კითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა და შესაბამისად, პასუხი მიიღო მომხსენებლისგან. ამის შემდეგ დასკვნა გააკეთა სააკაშვილმა, რომ ჩვენს მთავარ ამოცანად ახლა რჩება ამ ძეგლების რესტავრაცია და მათი შენარჩუნება როგორც ქართულ სალოცავებად", - აცხადებს დღეს ყოფილი პრემიერ მინისტრი ნოღაიდელი.

სწორედ ამის მერე გაუგზავნა ნოღაიდელმა წერილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ „დავით გარეჯის კომპლექსის ისტორიული ძეგლების მდგომარეობა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, უკიდურესად სავალალოა და სასწრაფო აღდგენითი სამუშაოები სჭირდება".

დღეს ნოღაიდელი ამბტკიცებს, რომ რომ აღნიშნული წერილი დანაშაულებრივი შინაარსის არ არის და არ იცის, აქვს თუ არა ბრალეულობა წინა ხელისუფლებას დავით გარეჯის საკითხში.

„გამოძიებით უნდა დადგინდეს, ვის ეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა, ვის ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვის ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, ვინ დაუშვა შეცდომა, ვინ ჩაიდინა დანაშაული. წერილზე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. წერილს ყოველთვის ჰყავს ავტორი და შედგენილი იქნებოდა ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ან კულტურის სამინისტროს მიერ, ანუ შიშროების საბჭოს აპარატის მიერ. ამის დადგენა ადვილად შეიძლება არქივში. ნებისმიერ შემთხვევაში წერილს ჩემი ხელმოწერა აქვს და მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ვხსნი მთავარ გარემოებებს, ეს წერილი არ არის დანაშაულებრივი, ამ წერილს ვერავინ გამოიყენებს საქართველოს ინტერესების საზიანოდ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ", - მიაჩნია ექსპრემიერს.

„რეზონანსი" დაინტერესდა ეს წერილი შეიძლება თუ არა დავით გარეჯის საქმეში სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულების საბაბად იქნეს გამოყენებული და ამის შესახებ ექსპერტებს, მამუკა არეშიძეს, გია აბაშიძესა და პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ. სამიდან ორი ექპერტი უშვებს დავით გარეჯის საკითხზე წინა ხელისუფლების ბრალეულობას, ხოლო ერთს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა", მათ შორის სააკაშვილი ამ საკითხში დამნაშავე არ არის.

შეიძლება აქ მთელი დანაშაულებრივი ჯაჭვი გამოიკვეთოს სააკაშვილისა და სხვა ყოფილი ჩინოსნების მონაწილეობით, აცხადებს ექსპერტი გია აბაშიძე ამ საკითხის კომენტირებისას. კიდევ ერთი ექსპერტი მამუკა არეშიძე კი კითხულობს წინა ხელისუფლების მისამართით, რატომ ჩაიფარცხა ეს საქმე. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზარაქეიშვილი საპირისპიროს ფიქრობს. ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართ არაა დადებითად განწყობილი და მიმაჩნია, რომ იგი ციხეში უნდა იჯდეს, ოღონდ არა ამ ეპიზოდის გამო, რადგან რაც არ უნდა მომხდარიყო, ის არ მომხდარა, რაზეც საუბრობენ - გარეჯის თემა არ გაუვლია კომისიას, შესაბამისად არ დამდგარა ღალატის საკითხიც.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი სწორად მოიქცა, რომ ალაპარაკდა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს წინა ხელისუფლების ჩართულობას დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

„მე არ შემიძლია სისხლის სამართლის დანაშაულზე ვისაუბრო, არ მაქვს ამის უფლება, თუმცა ვისაუბრებ მორალურ დანაშაულზე. ძალიან საეჭვოა ბევრი საკითხი, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც აღგვიწერენ. მაგალითად 2007 თუ 2006 წელს, როდესაც კომისიამ დაასრულა თავისი მუშაობის ეტაპი, შექმნა დოკუმენტი, რომელსაც ორივე მხრიდან კომისიის წევრების მიერ მოეწერა ხელი, თუმცა საქართველოს მხრიდან კომისიის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს მოტივით, რომ ის არ აღიარებდა იმ თემას, რასაც ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა. ეს ადამიანი იყო მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე. კითხვა მაქვს, რატომ არ მოაწერა ამ ადამიანმა ხელი, ე.ი. რაღაც საეჭვო იყო, ხომ?

„მივყვეთ ქრონოლოგიურად. ამის შემდეგ ყველაზე გახმაურებული იყო პატრიარქის მდივნის, ბოტკოველის გამოსვლა, რომელმაც აღნიშნული კომისიის საქმე შეაფასა როგორც არაჯანსაღი ვითარება. ამ დროს აზერბაიჯანის მესაზღვრეები გამოჩნდნენ იმ ტერიტორიებზეც, სადაც იქამდე არ იდგნენ, ე.ი ახლოს ჩვენ ობიექტებთან. ამან გამოიწვია საზოგადოებაში ვნებათაღელვა. ამ ყველაფერზე მაშინდელი პრეზინეტის, სააკაშვილის პასუხი იყო, რომ ის მოელაპარაკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტერიტორებთან დაკავშირებით და გარკვეული ტერიტორიები არის აზერბაიჯანის მფლობელობაში, ოღონდ დავით გარეჯი არა და ის ჩვენია. ეს განცხადება სრულიად გაუგებარია, რადგან გარეჯიც იმ ტერიტორიებზე მდებარეობდა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიად გამოაცხადა სააკაშვილმა.

„ამის შემდეგ დაიწყო ინტენსიური ომი და გარეჯისთვის ვერ მოიცალეს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დაიწყო აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ხშირი მოძრაობა, რამაც ჩვენი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. შემდეგ იყო უგულავას განცხადება, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, ხოლო 2012 წელს იყო კალანდაძის განცხადება ამ საკითხზე. პრაქტიკულად საზოგადოება მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს ვერ იღებდა და აქედან გამომდინარე მას ჰქონდა პრეტენზია ხელისუფლების მიმართ და არა კომისიის მიმართ, რადგან დიდმა ნაწილმა არაფერი იცოდა ამ კომისიის საქმიანობაზე. ამ ყველას დაერთო ნოღაიდელის წერილიც.

„ჩვენ გვაინტერესებს, რატომ არ მისცა ჯეროვანი შეფასება თავისივე ჩინოვნიკის ქმედებას ნაცმოძრაობამ, ვგულისხმობ მანჯგალაძის ქმედებას და რატომ ჩაიფარცხა ეს საქმე საერთოდ? ახლა საუბარი მაქვს მორალურ დანაშაულზე. ის, თუ რა მოლაპარაკება მოხდა საზოგადოების ზურგს უკან, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს განცხადებები ბუნებრივია ეჭვს აღგვიძრავს.

„როდესაც მეც ჩავერთე ამ ამბავში დაახლოებით 2016 წლიდან, ვხედავდი, რომ კომისიის მუშაობა არ იყო სრულყოფილი და საქართველოს ინტერესები ილახებოდა. ისევ მაქვს კითხვა, ეს პროცესი იყო მიშვებული რამდენიმე ადამიანის კეთილსინდისიერებაზე? თუ ხელისუფლებაც იყო ჩართული ამ ამბავში. ჩვენ დღეს ვერ ვიღებთ პასუხს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რეალურად რა ხდებოდა მაშინ. ისინი გვესაუბრებიან, ახლა რატომ არიან ილიჩოვა და მელაშვილი დაჭერილები და ამბობენ, რომ ყველაფრის პოლიტიზირება ხდებაო. ამას არ სჯობს ვინმე გამოვიდეს და ახსნას, მათ დროს რატომ ხდებოდა ეს ამბავი?!

„ამ თვალსაზრისით ნოღაიდელის განცხადება მისასალმებელია, რადგან ის ირიბად მიუთითებს, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა არც მაშინ. მე სისხლის სამართლის დანაშაულზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვსაუბრობ მორალურ დანაშაულზე," - ამბობს მამუკა არეშიძე.

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს განსხვავებული პოზიცია აქვს. ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლებასა და დაკავებულ მელაშვილ-ილიჩოვას დანაშაული არ მიუძღვით. ნოღაიდელის წერილზე კი ამბობს, რომ მასში აღწერილი ვითარება გასაკვირი არ არის.

„როცა ნოღაიდელი წერს წერილს აზერბაიჯანში, ის გულისხმობს იმ ტერიტორიებს, რომლებიც იმ დროისთვის ითვლებოდა და ახლაც ითვლება აზერბაიჯანის ნაწილად. ვიდრე აღნიშნული ტერიტორიები არ არის განსაზღვრული საქართველოს სასარგებლოდ, ავტომატურად განსაზღვრულია აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ეს განსაზღვრა საბჭოთა კავშირმა სანამ დაიშლებოდა. ამიტომ პრემიერ მინისტრი ნოღაიდელი თუ ვინმე სხვა წერს აზერბაიჯანს, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც თქვენ გაქვთ კონტროლი, გთხოვთ მოგვცეთ საშუალება, რათა რესტავრირება ჩაუტარდესო. არაფერი ამ წერილში გამაოგნებელი არ არის და მოვუწოდებ ნოღაიდელს გაანძრიოს ერთი-ორი ადგილი და საკუთარი თავი დაიცვას.

„გარეჯზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, ამიტომ ვერავინ ვერ აგებს პასუხს იმაზე, რაც არ მომხდარა. სააკაშვილის მიმართ არ ვარ დადებითად განწყობილი და მიმაჩნია, რომ ციხეში უნდა იჯდეს საერთოდ, ოღონდ არა ამ ეპიზოდში. შესაბამისად რაც არ უნდა მომხდარიყო, ის არ მომხდარა რაზეც საუბრობენ - გარეჯის თემა არ გაუვლია კომისიას. შესაბამისად არ დამდგარა ღალატის საკითხი. აიღეს თუ არა ფული, დამალეს თუ არა რუკები, ამ ყველაფერს არანაირი აზრი არ აქვს, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის სამარცხვინო ეპიზოდი და გარეჯის უნიკალურ, მრავალსაუკუნოვან ჯერ კიდევ მოუგვარებულ თემას ახურდავებენ.

„გაოგნებული ვარ რამდენად უჭირს „ქართულ ოცნებას", რომ ასე უმსგავსოდ ჩასვა უდანაშულო ადამიანები ციხეში. არაფერი არ ინგრევა, არაფერი არ იწვის, ხო? ეს ჯობდა გადაეტანათ ყარაბაღის ომის მოგვარებისა და არჩევნების დასრულების შემდეგ, უფრო მშვიდ გარემოში, მაგრამ იმდენად უჭირს ქართულ ოცნებას, რომ ასეთ უმსგავსობას სჩადის.

„ვიმეორებ, წერილში ნახსენები ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა აზერბაიჯანს. ამ შემთხვევაში საქართველო აყენებს საკითხს, რომ განვიხილოთ ამ ტერიტორიების სტატუსი. აზერბაიჯანს სადავო არავისთან არაფერი აქვს. აქ დაობს საქართველო და ეს ნორმალური ამბავია. ჩვენთვის სადავო ტერიტორიები არის აზერბაიჯანის ტერიტორიები, მაგრამ როგორც კეთილმა მეზობელმა ქვეყანამ მან შექმნა კომისია საქართველოსთან ერთად და განიხილავს სადავო საკითხებს. ამ პერიმეტრზე თითქმის 40% მეტი თუ არა ტერიტორიების უკვე დამტკიცებული კი არა გავლილი საკითხია, თუმცა გამორიცხული არაა, გამოჩნდეს ახალი დოკუმენტები, ახალი რუკები და შეთანხმებული პროცესი თავიდან დაიწყოს ვიდრე ხელი არ მოეწერება საბოლოო ხელშეკრულებას. ერთადერთი შეუთანხმებელი სეგმენტი არის გარეჯი და ეს ძალიან მტკივნეულია."

ექსპერტი გია აბაშიძე დავით გარეჯის საქმეში საეჭვო გარემოებებსა და წინა ხელისუფლების გავლენას ხედავს.

„აქ რამდენიმე კომპონენტია. ვხედავთ, რომ პროკურატურამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე დაიწყო გამოძიება ჯერ კიდევ აგვისტოში. ბიზნესმენმა ხიდაშელმა ჩამოიტანა 100-ზე მეტი დოკუმენტისხვადასხვა ქვეყნის არქივებიდან და გამოიკითხა 60 ზე მეტი ყოფილი, მოქმედი ჩინოსანი თუ მაღალჩინოსანი. საქმე არის საკმაოდ კომპლექსური. ბუნებრივია გამოძიება დადებს თავის დასკვნებს და საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლო, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი იყო ერთპიროვნული მმართველი 9 წლის განმავლობაში ეს ყველას გვახსოვს, თუ ვინმეს შერჩევითი მეხსიერება აქვს, ეს მისი პრობლემაა.

„სააკაშვილი იმასაც კი წყვეტდა, მომღერალს რა ფერის კაბა უნდა ჩაეცვა ევროვიზიაზე და რაზე ვსაუბრობთ? ის რომ ორმა ჩინოსანმა რუკა დამალა, მე ამის არ მჯერა, ვერ გაბედავდნენ თუ არ იყო მითითება და ინქტურციები „ზემოდან". ამიტომ შეიძლება აქ მთელი დანაშაულებრივი ჯაჭვი გამოიკვეთოს სააკაშვილისა და სხვა ყოფილი ჩინოსნების მონაწილეობით.

„შეიძლება იყვნენ მოქმედებიც სხვადასხვა ოფიციალური პირები სხვადასხვა სამინისტროებში. არ მინდა თითის გაშვერა. ვიტყვი იმას, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საქმე, რომელსაც ძალიან მალე სჭირდება დასრულება. სასიხარულო ისაა რომ, აზერბაიჯანული მხარე მზადაა დაიწყოს ხელახალი განხილვა საზღვრის დადგენის საკითხზე, რაც ძალიან კარგია. ასევე ამ ფონზე გასაგებია რატომ არის „ნაც-ოპოზია" ასე გავეშებული. ეს მარტივი ჭეშმარტიებაა „ქურდს ქუდი ეწვისო", - ასეთ დასკვნას აკეთებს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Levani   (18.10.2020)
Mtavaria simartle gairkvas.moeshvit am " sektantobas" ogond an misha an bidzina an romelime sxva tkvens mier archeuli politikosi gamoadzvrinot tavs nu gavisulelebt.rodemde unda " gvikvardes" vigats avadmkopi politikosebi?ra sakvarlebi egeni aria..kvekana.ojaxi.vints mortmuneebi vart gmerti da mokvasni cjveni gbikvardes da ara es parchagebi.rpmelnits modian puls shouloben da midian.nutu tavmolvareoba ar unda gvkones rom.eseni kvekanas xmarobdnen da chven tsxvrebibit tashs ukravdet.imitom rom.an gikvardet iseni an mat dros puli ishobet an tavi katsat igrdzenit.rasats chem tavs ver vakadreb da magitomats davtere mesame pirshi.arts m8kvarda politikosi aravin arasdrps.sheidzleba pativis tsemis shegrdzneba mkonoda .magram ishviatad.samtuxarot tesieri da patiosani xalxit chven politikasji gansalutrebit gatamamebulebi ar vart ..moveshvat am kerpeps da vints arastorad taokvans kvekanas sanam xotsvas da tdixeebshi xalxis chakras daitkeben manamde tsivilurad mobishorot...arastorad vtsxobront.chem yavsats vgulisxbom am shemtxvevashi.tore ar mtavroba gvekoleboda arastori da arts tscovreba...misha.zviadi.eduardi.bidzina..pragmatulad ukurot da ara sisjterisdan dabrmavebuli tvalebit Kerptakvanistsemlebi xom ar vart .lozungebi araa chemi sakme.ubralod shvilebi mezdebi da ar minda rats chven gaviaret igibe marazmshi igive nagav politikosebis xelshi moxbdem chveni shvilebi...sirtvilia ojaxebs ro amgrebt am avadmkopi mishats mimart sikvarulis gamo.an vinme sxva partiisa tu politikosis gamo.ojaxebs gavubrtxildet da ovekanas da mokvasebs amat ki movtxobot is ra pasuxeblobasats igeben da ara xotba vasxat radgan mat "zgaprebshi" vigats vigats adamianebma tavi vitom latsebat igrdznes da mzad arian hadauaron dansrchens kvelas.tu es martalia davit garejze samagalitod unda daisajon damnashaveebi an tu es vigatsam moigona is xalxi daisajos tkuilistvis.lustratsiik kanons ratom ar igebs artserti mtavroba kitxva ratom aravis ar uchndeba sanam xotbis shesxmas itkebt amatu im partios an politikosis.es xom natelia.imitom rom bevria gasvrili da ar " chamen ertmanetis xorts" .....m

მედეა   (16.10.2020)
აზერბაიჯანი ასე ადვილად დაიბანს ხელს და უმტკივნეულოდ დათმობს მისთვის თითქმის მოგებულ თემას? ის თუ გვაწვდის გაზს და ნავთობს--ჩვენი ქვეყნის საშუალებით ხვდება აზერბაიჯანის ეს სიმდიდრე ევროპულ ბაზარზე! ეს კარგი კოზირი გვაქვს, რომ დავახევინოთ უკან და აღვადგინოთ სამართალი. კიდევ კარგი, რომ ვერ მოასწრეს იურიდიულად გაფორმება, ნეტავი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქმეც ასეთ დონეზე იყოს!

2020   (16.10.2020)
ქართული ჟურნალისტიკაც, ხომ საოცრებაა: 2-ქოცგამპრავებელი, არეშიძე და აბაშიძე, ნეიტრალურ ზაქარეიშვილთან, არკვევენ გარეჯთან დაკავშირებით, სააკაშვილის დანაშაულს, მოწმედ მოჰყავთ სააკაშვილზე გადამტერებული, პუტინის გოშია, ნოღაიდელი და ბრალს დებენ სააკაშვილს, ვინ ჭამს ეხლა ამას, მაგრამ ხომ ნაღდია, გააპრავებენ...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×