ქრისტინე კაპანაძე
20.09.2020

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ, ბოლო პერიოდში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება. გამყრელიძის აზრით პანდემია მინიმუმ 1 წელი კიდევ გაგრძელდება, თუმცა რის საფუძველზე ასახელებს 1 წელს, უცნობია.

ეპიდემიოლოგ გოგინავას აზრით, შეუძლებელია ვირუსის გაქრობასთან დაკავშირებით ზუსტი დროის განსაზღვრა და გამყრელიძის ნათქვამი ერთი წელი უბრალო ვარაუდად მიაჩნია.

„რთულია კონკრეტული ვადის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება მთელს მსოფლიოში, ვაქცინა ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია, ამიტომ, როდის მოხდება ვირუსის სრული გაქრობა, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ.

"ვფიქრობ ამირან გამყრელიძის ნათქვამი 1 წელი, არის ვარაუდი, მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით შეიძლება ამაზე საუბარი. სავარაუდოდ, პანდემიის პროგრესირების იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს, თუმცა, ზუსტად არაფერი ვიცით". - ამბობს ალექსანდრე გოგინავა, „რეზონანასთან" საუბრისას.

ინფექციონისტის თქმით, ახალი შემთხვევების სწრაფი მატების გამო, ჯერჯერობით პანდემიის პრობლემა გადაუჭრელია.

„დაავადება ყველგან პროგრესირებს, დაინფიცირებულთა შემთხვევები იზრდება, ვირუსი ვრცელდება, ამის შეჩერების ბერკეტი კი არ ჩანს. ერთადერთი საშუალება, რომელიც ეფექტურად და მოკლე ვადაში გადაჭრის პრობლემას, არის ვაქცინა, რომელიც ასევე არ არსებობს" - ამბობს გოგინავა.

ეპიდემიოლოგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 14 დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შემცირდეს. გოგინავას აზრით, მსგავსი კვლევები უამრავია, თუმცა რამდენად შეიძლება ნდობა, ეს მეორე საკითხია. - ამბობს ის.

„კორონავირუსი არის ახალი ვირუსი, ჯერ ბოლომდე შესწავლული არ არის. ახალი კვლევების მიხედვით, 8-10 დღის პერიოდში ეს ვირუსი გადამდები არ არის, თუმცა, ეს შუალედური დასკვნებია და საბოლოოდ არ ვიცით უნდა ვენდოთ, თუ არა მსგავს კვლევებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვირუსზე ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია. - ამბობს გოგინავა.

მისივე თქმით კვლევების მიხედვით შეიძლება მოხდეს საკარანტინო ვადების გადახედვა, თუმცა, ეპიდემიოლოგს ამასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
შეწყვიტეთ   (21.09.2020)
შეწყვიდეთ კოვიდ ისტერია!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×