თამთა ჩაჩანიძე
18.09.2020

არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი, პოლიტიკური პარტიები კი ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად ცდილობენ, რომ საარჩევნო კამპანია რაც შეიძლება უფრო დამაჯერებელი იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დარჩენილ დროში არსებული შედეგი გააუმჯობესოს და რის ხარჯზე? ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი თავად პარტიებზე და პოლიტიკურ სუბიექტებზეა დამოკიდებული.

IRI- ის ბოლო კვლევის თანახმად, პარტიების რეიტინგი ასე გადანაწილდა, „ქართული ოცნება" - 36%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 15%, „ევროპული საქართველო" - 4%, „პატრიოტთა ალიანსი" - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი" - 4%, „ლეიბორისტული პარტია" - 3%, „სამოქალაქო მოძრაობა" - 2%, „ლელო საქართველოსთვის" - 2%.

რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით კომპანია სურვეიშენის მიერ აგვისტოში ცატარებულ კვლევას, აქ პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა. "ქართული ოცნება" 52%, "ენმ" 19%, "ევროპული საქართველო" 8%, "პატრიოტთა ალიანსი" 5%, "ლელო" 5%, "ახალი საქართველო" 4%.

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, თუ შეცდომას არ დაუშვებს არჩევბნებამდე რეიტინგის ზრდა „ქართულ ოცნებას შეუძლია, მისი აზრით ამაში „კიდევ რაღაც სერიოზული ფული დაიხარჯება".

„არჩევნებამდე რეიტინგის გაზრდა, თუ შეცდომებს არ დაუშვებს, ყველაზე მეტად ალბათ „ქართულ ოცნებას" შეუძლია, მას გარკვეული გარანტიების ბალიში გააჩნია, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ რაღაც სერიოზული ფული დაიხარჯება, რაც კიდევ გაზრდის რეიტინგს, მაგრამ, მაინც არა მგონია, რომ პარლამენტში 45%-ზე მეტი გაიყვანოს, რომელიც რა თქმა უნდა ამ პარტიისთვის გამოწვევაა, იმიტომ, რომ სხვა პარტიებსაც აქვთ შანსები.

„რაც შეეხება სხვა პარტიებს, მაგალითად, ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც „პატრიოტთა ალიანსია", ის ამომრჩეველს არ კარგავს, პირიქით იკრებს, მათი ნებისმიერი ნაბიჯი თუ გინდ საზოგადოებისთვის მიუღებელი, მათ ამომრჩეველზე დადებითად მუშაობს.

„ამ ფონზე ლიბერალ-დემოკრატიული ფრთა ძალიან სუსტადაა, „ევროპული საქართველო" თუ „სტრატეგია აღმაშნებელი", ესენი ერთმანეთს ხმებს უყოფენ, "ანუ ყოფილმა ნაციონალურმა ფლანგმა შესაძლოა ხმები ერთმანეთს წაართვან, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ამომრჩეველი მივა თუ არა არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ გამოკითხულთა თითქმის 90% არჩევნებზე წასვლას აპირებს.

„ჩემთვის შემაშფოთებელი ისაა, რომ პანდემიის ფონზე ხელისუფლებამ შესაძლოა არჩევნების პროცედურები გაამკაცროს, დისტანცია, პირბადეები, ეს ხელს შეუწყობს ნიჰილიზმს, რომ არჩევნებზე არ მივიდეს.

"31 ოქტომბერს უკვე გვიანი შემოდგომაა და თან ამას წვიმა თუ დაემთხვა, დამერწმუნეთ, რომ ეს დღის წესრიგის მთავარი მომენტი იქნება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდეს, რაც ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას" აწყობს, ანუ მათი რესურსი და რეიტინგი არმისული ამომრჩევლის ხარჯზე გაიზრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველმა ეს გაითვალისწინოს, თუმცა, მეც ასე ვფიქრობ და სხვას ჭკუას ვერ ვასწავლი, მე, ადამიანი რომელიც პოლიტიკაში ჩართული ვარ, მეც კი ვერ ვხედავ ისეთ პარტიას, რომელიც ჩემთვის მისაღებია - დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც ასე იქნება.

"ესაა ძალიან დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის და ძალიან დიდი პლიუსი „ქართული ოცნებისთვის", თუ ამომრჩეველი არ მივა „ქართული ოცნება" 45%-მიიღებს და თუ ამომრჩეველი მივა, მაშინ 40% მიიღებს."- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია კი „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ რეიტინგის ზრდის პოტენციალი ყველა პარტიას აქვს, თუმცა მისი აზრით ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დარჩენილ დროში საზოგადოების ნდობას რა დოზით მოიპოვებენ.

„არჩევნებამდე რეიტინგის ზრდის პოტენციალი თავისთავად ყველა პარტიას აქვს, შედარებით წინ წამოწეულ პარტიებს ვგულისხმობ, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მათი რეიტინგის ზრდადობა იმაზეა დამოკიდებული, თუ მოისახლეობასთან შეხვედრის პროცესში ამა თუ იმ პარტიამ ნდობა გამოიწვიოს.

„ახლა წამოვიდა პარტიები, რომლებსაც შედარებით საქმიანი პროგრამები აქვთ, ვიდრე ეს მხოლოდ ლოზუნგები, ან არაფერზე დაფუძნებული შეპირებებია, გამოკითხვებით ამომრჩეველი დუმილის რეჟიმშია, ჯერ პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ ტექსტებს და ლოზუნგებს ასე მარტივად არ ეკიდებიან.

„მნიშვნელოვანია, რომ პარტიების მიმართ ნდობის ფაქტორი გაძლიერდეს, თუმცა პოლიტიკურ სუბიექტებს რა შანსები აქვთ, რომ ეს ნდობა აწიონ და ამ პროცესს რამდენად კარგად გამოიყენებენ, ესეც დამოკიდებულია იმაზე თუ პარტიები რამდენად ეფექტურად იმუშავებენ.

„მათ შორის ახლა მედიასაშუალებებში დებატები დაიწყება, ამაზეც რაღაც გარკვეული მნიშვნელობა ექნება, ასევე, პრესაც საკმაოდ სიღრმისეულ ინტერვიუებს იღებს ხოლმე, გამომდინარე აქედან ასე რომ ვთქვათ, რომ არჩევნებამდე რეიტინგის ზრდის პერსპექტივა ერთ რომელიმე პარტიას აქვს, ეს ასე არაა, თეორიული შანსი ყველას აქვს.

„საერთო ჯამში თვენახევარი ძალიან ცოტა დროა, მაგრამ ამის მიუხედავად ეფექტური მუშაობის შემთხვევაში შესაძლოა მათი ელექტორატის მაჩვენებელი გაიზარდოს.

"თუმცა, ზრდადობის განსაკუთრებულ პერსპექტივაზე ვერ ვილაპარაკებ, საუბარია საუკეთესო შემთხვევაში 5%-მდე ზრდაზე, თუმცა ესეც პატარა მაჩვენებელი არაა, რადგან ყველა პარტია მაინც ხელისუფლებაში მოსვლაზე ლაპარაკობს და მათთვის ეს ნამატი ძალიან მაღალი უნდა იყოს" - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (19.09.2020)
რუსთავი2 თქვენი სულგაყიდული დედას შევთხარე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×