ქრისტინე კაპანაძე
18.09.2020

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას „საქართველო-რუსეთის" ურთიერთობების დალაგების შესახებ, პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე ქართველი საზოგადოების დეზორიენტირების იარაღად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ განცხადებაში სიახლე არაფერია.

„მსგავს განცხადებებს თან სდევს რუსული ხელწერა - რომ თითქოს საქართველო რაღაცაშია დამნაშავე და როდის მოეგება ქართველი ერი გონს, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს" - ამბობს ფხალაძე.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ერთადერთი გზა, ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა, თუმცა, რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდება.

„თუ კი რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს საერთაშორისო საზღვრებზე, ისეთივე მეგობრულ ურთიერთობას მიიღებს, როგორიც საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ აქვს.

"იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთობების დალაგება, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება საქართველოს მხარდასაჭერად, რადგან რუსეთთან საქართველოს ერთი-ერთზე დატოვება არ შეიძლება. - ამბობს ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ექსპერტი, ლავროვის განცხადებაში ნახსენებ ქართველ პოლიტიკოსებზეც საუბრობს, თუმცა კონკრეტული გვარების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

„ჩვენ კარგად ვიცით ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთში ჩადიან. ლავროვის გზავნილი, იმ ქართველი პოლიტიკოსების მხარდაჭერაა, რომლებიც მოსკოვში ვოიაჟებით და კრემლთან მუხლმოდრეკით ცდილობენ ურთიერთობების დალაგებას"- ამბობს ფხალაძე.

ექსპერტის აზრით საზოგადოება არ უნდა აჰყვეს მსგავს განცხადებებს და მიიჩნევს, რომ ლავროვი შეგნებულად არ ასახელებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მსურველ ქართველ პოლიტიკოსთა ვინაობას, რადგან აღნიშნულ თემაზე საუბარი, ხალხის დასაბნევად არის მიმართული.

„რუსეთის მხრიდან ეს საკითხი საზოგადოების არევისკენ არის მიმართული,თითქოს ხელისუფლებაში სხვა პარტიის მოსვლით რუსეთი, საქართველოსთან უკეთეს პოლიტიკას გაატარებს.

"ეს არის მხოლოდ დეზორიენტაციისადმი მიმართული ნაბიჯი და რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს დისკუსია გამოიწვიოს საზოგადოებაში. მათ კარგად ესმით რომ საარჩევნო პერიოდი ნებისმიერი დისკუსიისთვის ხელსაყრელი პერიოდია", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.

თენგიზ ფხალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა, სადაც ლავროვი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის დალაგებაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა სურთ.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება და დალაგდება. გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ამის მომხრენი არიან. ჯერჯერობით, ისინი მცირე რაოდენობით არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, გაიმარჯვებს ჩვენი ტრადიციული და ისტორიული ერთობა. პროვოკატორები კი, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალურ რელსებზე გადასვლას ხელს უშლიან, დამარცხდებიან" - თქვა რუსმა დიპლომატმა, RTVI- ის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (19.09.2020)
საქართველოსთან დიალოგის გამართვა მას(რუსეთს) სჭირდება მსოფლიო იმიჯის გამოსასწორებლად. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას ამის შანსი, სანამ ჯარებს არ გაიყვანს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიიდან--არავითარი შენდობა! ფინეთსა და იაპონიასაც წაართვა რუსეთმა ტერიტორიები, ისინი მასთან საუბრობენ კიდევაც და ხანდახან მეგობრობენ კიდევაც, მაგრამ ტერიტორიებს არ უბრუნებს რუსეთი მათ! ტვინი უნდა გაენძრია ბოკერია-სააკაშვილს და არ ჩაეგდო ქვეყანა ასეთ დღეში, ახლა პუტინ-ლავროვთან შერიგება და საუბარი ფ უ ჭ ი ა . დაე, მსოფლიო საზოგადოებამ იცოდეს, რომ რ უ ს ე თ ს არ უნდა შეარჩინოს ეს უტიფრობა! მართალია, ორიოდე მეგობარი მოეძებნება მას აქ, მაგრამ ძირითადი ხალხი ჯანსაღად ფიქრობს---სამხედრო ძალა-საქართველოს რუსეთთან მოსაგები --არ გვაქვს, მაგრამ მორალური ძალა ხომ ჩვენს ხელშია?! ჰოდა, მორალური ამ ძალით უნდა დავათმობინოთ მას, რაც უსამართლოდ წაგგვლიჯა...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×