“საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია, რაც მასზეა დამოკიდებული” - მენაღარიშვილი
მარიკა ხორავა
18.09.2020

საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია არ უწყობს ხელს ნატოში გაწევრიანებას. - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

თუმცა, მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანების მხრივ საქართველოში გარკვეული პროგრესია.

„ნატოში გასაწევრიანებლად სტრატეგიული მზადყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობები, რომელიც ნატოს წევრ ქვეყანას მოეთხოვება და ნატოს ყოველდღიურ პრაქტიკაში რეალიზებულია. სერიოზული შეფასებაა, რომელიც საქართველოს მიერ გაწეულ მოსამზადებელ სამუშაოებს აფასებს", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრესი გვაქვს, თუმცა ბევრად უკეთესად ნატოს ექსპერტებსა და ხელმძღვანელებს შეუძლიათ შეაფასონ. ჩვენ არ დაგვიმთავრებია მზადება, არ მოვრჩენილვართ ყველაფერს, ამიტომ ხელდაკრეფით ყოფნა ახლა არ შეგვიძლია. ნატოს წევრობა, ნიშნავს ყოველდღიურ შრომას, როცა ნატოში გაწევრიანება გადავწყვიტეთ, ეს ამგვარი საქმიანობისათვის მზაობას ნიშნავს.

საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია, რაც მასზე არის დამოკიდებული, თუმცა, ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატება. ძირითადად, მაინც უფრო სამხედრო სამსახური, თავდაცვის სისტემის მზადება. უამრავი სამუშაოა, რომელსაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება", - განაცხადა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

მენაღარიძის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

„ჯერი ალიანსზეა, მან უნდა გადაწყვიტოს. ყველაფერი გააკეთეს, რაც კი ჰიპოთეტურად დასაშვებია. პოლიტიკური სიტუაცია არ უწყობს ხელს ნატოში გაწევრიანებას. შეიძლება გადაწყვეტილება ვერ იქნეს მიღებული. ჩვენი ნატოში გაწევრიანება არა ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი გასაკეთებელი, რომელიც ჯერ კიდევ ბევრია", - დასძინა მან ჩვენთან საუბრისას.

ცნობისთვის, აღნიშნულ თემას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს პროგრამა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

„საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საიმედო დასაყრდენია. საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში, ნატო-ში გასაწევრიანებლად.

"2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას.

"ასევე, ჩვენ გვაქვს დიდი სამუშაო შესასრულებელი, რომ აღვადგინოთ გლობალური პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა - შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ამისთვის კი მზად ვართ.

"უსაფრთხოების დაცვით, დემოკრატიის გაძლიერებით და ეკონომიკის განვითარებით ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს. ეს მარტივი მისია არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია. ჩვენ ერთად შევძლებთ ამის გაკეთებას.

"მადლობას ვუხდი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიოანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას",- განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (19.09.2020)
მე რას შევედრები ბატონ ირაკლის, მაგრამ ჩემი აზრით,რუსეთის ფაქტორია აქ გადამწყვეტი! გერმანია და საფრანგეთი კოჭს უგორებენ რუსეთს და არ დაუშვებენ მის საწინააღმდეგო ქმედებას-- საქართველოს გასახარად! ადგილმდებარეობის გამო--საქართველო ნატოსთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყანაა და ამ შენაძენით დიდად მოიგებდა ნ ა ტ ო, მაგრამ წინ რუსეთის ინტერესებია! მონტენეგრომ ჩვენზე მეტი რა გააკეთა ისეთი? ტყუილა გვიმტკიცებთ, რომ საქართველოს კიდევ ბევრი რამის შესრულება ეკისრება იქ მოსახვედრად! სომხეთმა და აზერბაიჯანმაც რომ მოინდომონ, იქნებ მაშინ გატყდეს რუსეთის წინააღმდეგობა და ნატომ გაბედოს ჩვენი მიღება. ბალტიის ქვეყნებს სხვა მხარდაჭერა ჰქონდათ და იმიტომ აჯობეს რუსეთს. ჩვენ მარტო ვიბრძვით, მარტოკელა ვიყავით მუდამ და ახლაც ასეა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×