თამთა ჩაჩანიძე
17.09.2020

„ზოგადად, მომავალ პარლამენტს თუ თვალს შევავლებთ, ჭრელი იქნება, მაგრამ პროცესში და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას ნაკლები ადამიანი მიიღებს.პარლამენტში ყველაზე დიდი რვა პარტია შევა პლიუს-მინუს 2", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 1%-იანი ბარიერის პირობებში მომავალ პარლამენტის სავარაუდო კონფიგურაციას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 120/30-ზე მოდელითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და მასში 66 პარტია მონაწილეობს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილე პატარა პარტიები 1%-იანი ბარიერის გადასალახავად, წინა არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობიდან გამომდინარე, დაახლოებით 20 ათასამდე ხმა დასჭირდებათ. თუმცა, მისივე აზრით, წვრილი პარტიების დიდი უმრავლესობა ამას ვერ შეძლებს.

„1%-იანი ბარიერი პარტიებისთის გარკვეული სატყუარა გამოდგა და ყველამ ჩათვალა, რომ ეს ადვილი თემაა. ალბათ დაახლოებით 20 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერაა საჭირო, მაგრამ რეალურად ველოდები, რომ ამ ბარიერს მაქსიმუმ ათი პარტია გადალახავს.

„ამით კი არ მგონია, რომ ძალიან ჭრელი პარლამენტი მივიღოთ. 10 პარტია რომ იქნება, თავისთავად ჭრელია, მაგრამ აქ ძირითადი ფოკუსირება რამდენიმე ჯგფუფზე იქნება. თავისთავად იქნებიან „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", „პატრიოტთა ალიანსი", „ლელო", გიორგი ვაშაძის პარტია. აქედან უპირატესობა პირველ სამ პარტიას აქვს, პირველი ორი რა თქმა უნდა გამოკვეთილია.

„ზოგადად, პარლამენტს თუ თვალს შევავლებთ, ჭრელი იქნება, მაგრამ პროცესში და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას ნაკლები ადამიანი მიიღებს. პარლამენტში ყველაზე დიდი რვა პარტია შევა, პლიუს-მინუს 2", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×