ქრისტინე კაპანაძე
16.09.2020

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას ინფორმაციით, მისი თანაპარტიელის გოგი წულაიას ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. სანამ წულაიას გულის შეტევა დაემართებოდა, წინა დღეს ისინი თბილისში ერთად იყვნენ და სარეკლამო რგოლს იღებდნენ.

„გოგი არის გულით ავადმყოფი და ასევე აქვს თანმდევი დიაბეტური პრობლემები. მას ოპერაცია ჩაუტარდება პარასკევს, ამჟამად იმყოფება ექიმების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ და იმედი გვაქვს, რომ ოპერაცია ნორმალურად დასრულდება, მისი მდგომარეობა მსუბუქი ნადვილად არ არის“, - ამბობს კუკავა. 

„რეზონანსთან“ საუბრისას „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ წინა დღეს, როცა წულაია ნახა, ის თავს კარგად გრძნობდა.

„საავამდყოფოში მოხვედრამდე, 15 სექტემბერს, დღის საათებში გოგი ჩემთან ერთად თბილისში იმყოფებოდა. გვქონდა ჩვეულებრივი მშვიდი დღე, ვიღებდით ჩვენს სარეკლამო რგოლებს“, - ამბობს კუკავა. 

იგი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საავადმყოფოში მოხვედრამდე  წულაიას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რაიმე სახის ინციდენტი მოსვლოდა, ან ჰქონოდა საქმიანი შეხვედრა, რასაც შეიძლება ემოქმედა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. 

„99%-ით შემიძლია გითხრათ, რომ მას არანაირი სანერვიულო შეხვედრა არ ჰქონია, ჩემთან ყოფნის პერიოდში კი არავითარი ინციდენტი არ მომხდარა. საღამოს წავიდა ქუთაისში და იქ გვიან ღამით რაიმე შეხვედრა, მითუმეტეს სანერვიულო რომ ყოფილიყო, მე ეს აუცილებლად მეცოდინებოდა“, - ამბობს კუკავა. 

მან არ იცის კონკრეტულად როგორ ვითარებაში მოხდა წულაიას საავამდყოფოში გადაყვანა - „მე ინფორმაცია არ გადამიმოწმებია, ვფიქრობ, რომ სახლიდან გადაიყვანეს დილით ადრე“.  

ამჟამად გოგი წულაია ქუთაისში  კლინიკა „ელ-ჯი“-ში იმყოფება. კუკავას ინფორმაციით, პარასკევს მას გულის ოპერაციას ჩაუტარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (16.09.2020)
გოგია ბიჭო მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ჯიგარი კაცი ხარ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×