მარიამ ნებულიშვილი
13.09.2020

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღითდღე რეკორდულია ქვეყნისთვის, ყოველდღიური გამოვლინება უკვე სამნიშნა რიცხვებია. 12 სექტემბერს ქვეყნისთვის რეკორდული 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 სექტემბერს კი 152 ინფიცირების ფაქტი დადასტურა. შემთხვევბის ძირითადი ნაწილი აჭარას უკავშირდება. „თუ მთავრობა ექიმებთან ერთად ჩათვლის, რომ რაღაც ზონა შემთვევების მატებას ვერ უძლებს და ჩასაკეტია, ჩაიკეტება, როგორც ეს მესტიის შემთხვევაში მოხდა", - ასე ეხმოანება აჭარაში შექმნილ სიტუაციას კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 152 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, 15 ქუთაისის სკოლას, 15 „ენგურჰესს", 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევაა.

„152 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 2227 შემთხვევა გვაქვს. შემთხვევების განაწილება ასეთია: 90 არის აჭარა, 15 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 15 - „ენგურჰესის", 17 - დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი, 4 შემოტანილი შემთხვევაა და 11-თან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 6 ადამიანი",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აჭარაში ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევა კლასტერებიდან გავრცელდა, რაც მათ ეპიდკველვას ამარტივებს. კახაძის თქმით, შემთხვევების მკვეთრი მატება ტესტირების გაზრდამაც გამოიწვია.

„აჭარის ყველა შემთხვევა კლასტერიდან გავრცელდა. გარდა ამისა, მობილობა იყო გაზრდილი - მთელი საქართევლო აჭარაშვი ჩავიდა დასასვენებლად. საზოგადოება დიდად აღარ იცავს წესებს, ყურადღება აქვს მოდუნებული.

„რაც შეეხება ტესტირებას, ეს უნდა იყოს მიზნობრივი. გამოვლენა დაბალია. სადაც რისკის ზონა მაღალია, იქ უნდა იყოს მოწყობილი დეზობარიერი, ხდებოდეს დეზინფექცია, თერმოსკრინინგი, აერაცია და ა.შ. ალბათ კულტურამაც მოიმატა, შიშმაც გარკვეული როლი ითამაშა. დღეს აჭარაში თავისი ინიციატივით იტარებენ ადამიანები ტესტებს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვახსოვს შემთვევები, როდესაც საზოგადოების ნაწილი ექიმსაც არ უშვებდა სახლში. გარკვეულწილად ესეც გახდა შემთხვევების გამომჟღავნების გაზრდის ფაქტორი. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თუ არის შემთხვევა, სწრაფად გამოვლინდეს, შემდეგ მოხდეს მისი მიზნობრივი და სწრაფი მკურნალობა", - თქვა კახაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აჭარა, მიუხედავად მზარდი შემთხვევებისა, მაინც არ ჩაკეტილა, კახაძის თქმით, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა ეპიდემიოლოგებთან თანამშრომლობს, რაც რეგიონში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მართვადს ხდის.

„როგორც ეპიდემილოგები და კლინიცისტები ამბობენ, ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელმა დაიკლო. გარდა ამისა, მსუბუქი შემთხვევების ლოკალიზება უფრო მარტივად ხდება. საქმე ისაა, რომ მოსახლეობა უკვე აღარ მალავს სიმპტომების გამოვნლენას, მთლიანად თანამშრომლობის რეჟიმშია გადასული. მთავარი არის ის, რომ პირველწყარო ვიცოდეთ, რათა მოხდეს შემთხვევების სრული და დროული გამოკვლევა.

„რაოდენობის მატებას იწვევს სწორედ ეს ტესტირების გააქტიურება. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ეს პროცესი არის მართვადი და რადგან მართვადია, მაშინ დამატებით რადიკალურ შეზღუდვებს არ გულისხმობს, რომ არ მოხდეს რეგიონის ჩაკეტვა. თუ მთავრობა ექიმებთან ერთად ჩათვლის, რომ რაღაც ზონა შემთვევების მატებას ვერ უძლებს და ჩასაკეტია, ჩაიკეტება, როგორც ეს მესტიის შემთხვევაში მოხდა", - ამბობს კახაძე.

რაც შეეხება „რეზონანსის" შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა დედაქალაქში შემთხვევების მატება, კახაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია და ყველაფერს უნდა ველოდოთ.

„იმის გათვალიწინებით, თუ როგორი ეპიდმდგომარეობაა ევროპის ქალაქებში, რა თქმა უნდა, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები", - აღნიშნა კახაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×