მარიკა ხორავა
13.09.2020

„ასე არ ხდება. პრემიერად მოხვედი და წინასწარ აცხადებ, რომ 2 წელი ვიქნები.... ეს განცხადება, პირდაპირ გეტყვით, უპასუხისმგებლობაა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პოლოტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

„2 წლით ვიქნები პრემიერი და წავალ - უკვე არადამაჯერებლად გამოიყურება. ასე არ ხდება. თუ სააკაშვილს პრემიერობის ამბიცია აქვს, კეთილი ინებოს და რამდენი  წელიც არის საჭირო, დარჩეს. ფანტასტიკურ  სცენარზე ვლაპარაკობთ - პრემიერად მოხვედი და წინასწარ აცხადებ, რომ 2 წელი ვიქნები. ეს განცხადება, პირდაპირ გეტყვით უპასუხისმგებლობაა. ეს ბიძინა ივანიშვილსაც აქვს გათამაშებული - რამდენი წელი გავიდა და  წასვლას არც აპირებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის რიტორიკა არადამაჯერებელია და სააკაშვილს „მომხრეების ჩაკეტილი სისტემის“ შენარჩუნება სურს.

„რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა არადამაჯერებელია და არასერიოზული. განცხადება არის ცარიელი სიტყვები, რომლისადმიც არის ნულოვანი ნდობა. ვფიქრობ, რომ მას მომხრეების ჩაკეტილი სისტემა ჰყავს და ცდილობს, რომ მომხრეების ეს სისტემა შეინარჩუნოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×