რეზონანსი
12.09.2020

„ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხარდაჭერა და რეიტინგი კორონავირუსმა მოუტანა. ახალა არის ვითარება, როდესაც ხელისუფლება  გარკვეული გამოცდის წინაშე დგას. უმრავლესობამ  ამ „აფეთქებასაც“ თავი წარმატებით თუ გაართვა, შეგვიძლია ჩავთვალოთ,  რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ვახტანგ  ძაბირაძემ. 

მისი თქმით, ეპიდემიის ეს ახალი „აფეთქება“ სერიოზული გამოცდაა მმართველი პარტიისათვის და ამან შესაძლოა არჩევნების შედეგებზეც მოახდინოს გავლენა.

„არჩევნებზე კორონავირუსმა  ნაწილობრივი გავლენა მოახდინა, როდესაც  ქვეყანაში ვირუსი გამოვლინდა. „ქართულმა ოცნებამ“  თავისი ეფექტურობა გამოიჩინა. „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხარდაჭერა და რეიტინგი კორონავირუსმა მოუტანა.

„ახალა არის ვითარება, როდესაც ხელისუფლება  გარკვეული გამოცდის წინაშე დგას. უმრავლესობამ ამ აფეთქებასაც თავი წარმატებით თუ გაართვა. შეგვიძლია, ჩავთვალოთ  რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია.

„ქართულ ოცნებას“ ვირუსი თუ „გაექცა“, მაშინ პრობლემები ხელისუფლებას შეექმნება. ვირუსის ზემოქმედება არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც ჯერ-ჯერობით საკმაოდ კორექტულ საარჩევნო კამპანიას ატარებენ, თუმცა გამარჯვების მეტი შანსი „ოცნებას“ აქვს.

„ოპოზიცია, მიუხედავად მისი განცხადებებისა, საკმაოდ ობიექტურად მუშაობს. უმრავლესობაც  საკმაოდ ობიექტურად  არსებულ ვითარებას აკვირდება და ამიტომ ხდება, რომ არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების მაინცდამაინც დიდი შანსი არ აქვს, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლებამ ეპიდემიის „აფეთქების“ ლოკალიზება და კონტროლი ვერ შეძლო, ეს სერიოზულად შეასუსტებს მმართველი პარტიის პოზიციებს და ქვეყანასაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს.

„ქართული  ოცნების“ პრაქტიკულად პირველ ადგილზე გასვლა  გარანტირებულია. ერთადერთი ახალი ცვლილება შეიძლება ამ ვითარებაში კორონავირუსმა შეიტანოს, თუ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მისი ლოკალიზება ან კონტროლი.

„ეს, პოლიტიკის გარეშეც, მთელი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. რა თქმა უნდა, ხელისუფლება რასაც შეძლებს, ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა  ვახტანგ ძაბირაძემ.

მარიკა ხორავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×